უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სამართლებრივი ჯოჯოხეთი დაატრიალა: – ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჯერ არ გამოძიებულა და ისე ჰყავს პირი შეწყალებული. ისე ნუ იზამს სალომე ზურაბიშვილი, რომ სააკაშვილის მერე თავად მოუწიოს მის ადგილას ჯდომა, თორემ შემდეგი პრეზიდენტიც იტყვის მერე, არ შევიწყალებო. აქ სულ სხვა რამეა საქმე. – რას გულისხმობთ? […]
კატეგორია: პოლიტიკა
“თავისუფლება მიშას!” – აქცია ბათუმში
“თავისუფლება მიშას” და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს – არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს. ბათუმის აქციას სარფიდან ფეხით მსვლელობით შეუერთდა მონაწილეთა ნაწილი. მთავარი
ღარიბაშვილი – “ბინძურმა პროვოკატორმა გვარამიამ დამაბრალა, რომ სამეგრელოში სადამსჯელო სპეცრაზმს ვაგზავნიდი”
გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესეს – ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს!- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ. „მინდა ავუხსნა მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით. ამაზე განცხადებაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა. გუშინ, ღამე სრული ისტერია, პანიკა დათესა ერთ-ერთმა […]
“ვალერი გელაშვილმა თქვა, სააკაშვილს ვაპატიებო, ზურაბიშვილმა კი – არასდროსო” – კახა კოჟორიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს
“ახალი თაობასთან” ინტერვიუში კახა კოჟორიძე აკრიტიკებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის არასდროს შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს: – მომავალში მას შეუძლია თქვას, რომ შეიცვალა რაღაცა ვითარება, ეს საკითხი ისევ დაძრას. ეს მისი გადასაწყვეტი იქნება. თუმცა ფორმულირება და ასეთი აქცენტირება, რომ მე არასოდეს შევიწყალებ, არ იყო სწორი. ვალერი გელაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც კითხვაზე, აპატიებ თუ არა მიხეილ […]
გორიდან ზუგდიდში სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს. უკვე 4 საათია განსაკუთრებულ მობილიზაციაზე არიან გადასულები გორში, სადაც გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის ინფორმაციით, ბაზაზე უკვე 300-მდე სამართალდამცველი შევიდა. ასვეე, სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება გორიდან […]
“კოალიციური მთავრობის დროს რეალური ძალაუფლება ნაციონალებს ექნებათ” – რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის შესაძლო კოალიციურ მმართველობაზე საუბრობს. – ოპოზიციის შეთავაზება – კოალიციური მმართველობა, რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ამომრჩევლისთვის? – კოალიციური მმართველობა საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი სხვა პარტიის შემთხვევაში. – რატომ? – იმიტომ, რომ რთულად დასაჯერებელია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უფრო შირმაა, ვიდრე რეალობა. ნაციონალების მხრიდან კოალიციურ კაბინეტზე […]
სააკაშვილს შეიძლება ტელევიზორი წაართვან
კომიკური – ასეთ შეფასებას აძლევს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, სააკაშვილის სარკმელთან გამოჩენასთან დაკავშირებით, გენინსპექციის მიერ დაწყებულ მოკვლევას. ბასილაიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ტელევიზორიც წაართვან. მისი შეფასებით სააკაშვილის გარესამყაროსგან სრულად იზოლაცია, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო მოთხოვნაა. ,,ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის […]
რომან გოცირიძე – “სააკაშვილის გასათავისუფლებლად ოთხი გზა არსებობს”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში მაციონალების ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ოთხი გზა არსებობს. – პირველი ძალიან მოკლე გზაა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხი. – რაზეც კატეგორიული უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. – სალომე ზურაბიშვილს არავინ არ ეკითხება ამას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის, იმას გააკეთებს. ხოლო ივანიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები და […]
“კალაძე, გახარიას ხმებს ემათხოვრები? “კოკაინშიკის” ხმები დაგჭირდათ?!” – დავით ჭიჭინაძე
პარტია “ტრიბუნას” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანა ახალ რეალობაში გაიღვიძებს. – “ქართულ ოცნებას” არანაირი რესურსი აღარ გააჩნია. არც ფინანსური, არც მორალური. უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა, ამოწურულია, ბოლომდეა განიავებული. ყოველ წელიწადს ამ ქვეყანაში ოპოზიციური ამომრჩეველი მატულობს. ეს ჩანს მათივე გაყალბებული შედეგებიდანაც კი. ქვეყნის მართვის ბერკეტებს კარგავენ. კარგავენ […]
სააკაშვილმა მხარდამჭერებს საშხაპე ოთახის ფანჯრიდან მიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა. როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს, სადაც მათ შესვლა კანონით ეკრძალებათ. უწყება განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, […]









