“კალაძე, გახარიას ხმებს ემათხოვრები? “კოკაინშიკის” ხმები დაგჭირდათ?!” – დავით ჭიჭინაძე

"კალაძე, გახარიას ხმებს ემათხოვრები? "კოკაინშიკის" ხმები დაგჭირდათ?!" - დავით ჭიჭინაძეპარტია “ტრიბუნას” თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ქვეყანა ახალ რეალობაში გაიღვიძებს.

– “ქართულ ოცნებას” არანაირი რესურსი აღარ გააჩნია. არც ფინანსური, არც მორალური. უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა, ამოწურულია, ბოლომდეა განიავებული. ყოველ წელიწადს ამ ქვეყანაში ოპოზიციური ამომრჩეველი მატულობს. ეს ჩანს მათივე გაყალბებული შედეგებიდანაც კი. ქვეყნის მართვის ბერკეტებს კარგავენ. კარგავენ იმიტომ, რომ მართვა კი არა, ქვეყნის ძარცვა უნდათ.

– თუმცა, სადავეებთან ისინი რჩებიან და პოზიციებს ინარჩუნებენ.

– ეს, იცით, რას ჰგავს, მანქანის საჭესთან შეიძლება იყო, მაგრამ ძრავი არ იქოქებოდეს. “ქართული ოცნება” ვეღარ იქოქება.

– ექსპერტები ამბობენ, რომ მილიონნახევრიანი ქალაქის დათმობა ნიშნავს ძალაუფლების დათმობას. ამიტომ “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს თბილისში არჩევნების მოსაგებად. ეთანხმებით?

– კალაძემ ძალიან კარგად იცის, რა გაყალბების ფასად ვერ შეძლო პირველი ტურის მოგება. კალაძე თავს დაზიანებულად გრძნობს. თან იმასაც კარგად ხედავს, რაც გაუკეთეს. პარტიამ მეტი პროცენტი დაიწერა, ვიდრე კალაძემ აიღო. ამით “ოცნებამ” კალაძის მითი დაამსხვრია. ამით კალაძეს უთხრეს, გახარიას უფრო მეტი შედეგის მოტანა შეეძლო პარტიისთვის, ვიდრე შენ. თან სასაცილოა, გახარიას ხმებს რომ მათხოვრობს. “კოკაინშიკის” ხმები რაში სჭირდება?! რას გაიფორმებს “ოცნება” და კალაძე, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა დასკვნას გააკეთებს ხალხი.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა