კატეგორია: პოლიტიკა

ვინ არიან საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული ქალები, რომლებიც პუტინმა შეიწყალა?

29 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფოს ღალატისთვის გასამართლებული ორი ქალი – ანიკ კესიანი და მარინა ჯანჯღავა შეიწყალა. ორივე კრასნოდარის მხარის მცხოვრებია. ისინი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფოს ღალატი) გაასამართლეს. რუსეთის გამოძიების მტკიცებით, მათ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დაწყებამდე, ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალის გადაადგილების შესახებ შეატყობინეს. გთავაზობთ ამ საქმესთან […]

გიორგი კვირიკაშვილი: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნასზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. – მოგეხსენებათ, რომ ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს […]

სააკაშვილი – ”უკრაინაში პოროშენკოს შევცვლი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრობს. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომისთვის უკრაინაში „დიდი მობილიზება იგეგმება“: – არანაირი არც განზრახვა არც სურვილი, არც გეგმა არ მაქვს, პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე მიუხედავად იმისა რაც გადაჯღაბნეს იქ, ამას ფიქრობს უკრაინელ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა. […]

ირაკლი კობახიძე: ”პრეზიდენტი მარგველაშვილი 2014 წლიდან ოპოზიციაშია”

– პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირების საკითხზე დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა. – რაც შეეხება დაპირისპირებასა და დავას, ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, თუმცა, ჩვენ ყველამ […]

ლევან ხაბეიშვილმა ვაშაძის პარტია დატოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ამ დრომდე ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა. ხაბეიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას სხვაგან გააგრძელებს, თუმცა არ აკონკრეტებს რომელ გუნდში გადავა. როგორც თავად ამბობს, ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. დაუჭერს თუ არა მხარს ის ზაალ უდუმაშვილს ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა კონკრეტულად ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით […]

NDI: კალაძე – 30%, ელისაშვილი – 19%, უდუმაშვილი – 18%

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. შეკითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 30% “ქართული ოცნების” კახა კალაძეს უჭერს მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ხოლო 18% – “ნაციონალური მოძრაობის” ზაალ უდუმაშვილს. “ევროპული საქართველოს” ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს 3%-3% ერგოთ. შეკითხვაზე “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს” გამოკითხულთა 23% აცხადებს, […]

შალვა ნათელაშვილმა მთავრობას ატმები მიუტანა – ”ივანიშვილის დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია”

ატმის მოსავლის განადგურებას ხელისუფლების არასწორ აგროპოლიტიკას უკავშირებს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც დღეს კანცელარიასთან ატმები მიიტანა და მთავრობას მოუწოდა, მოპარულ ბიუჯეტს დესერტად დააყოლონ. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მეხილეობასთან დაკავშირებული არასწორი პოლიტიკის გამო, ამ სფეროში მომუშავე ფერმერებმა მილიონობით ლარი იზარალეს. – ჩაილურის წყალი დალია ივანიშვილის დაპირებამ გლეხებზე ხილის პრობლემების გადაწყვეტისა და ბაზრამდე მიტანის შესახებ. წელსაც განმეორდა ტრაგედია […]

დიმიტრი მედვედევი: „სააკაშვილის ბედი გასაოცარია“

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოეხმაურა. – სააკაშვილის ბედი გასაოცარია: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა. უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრობა გასაოცარია – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, შემდეგ გუბერნატორი გახადეს, უკრაინის […]

ლევან ალაფიშვილი: „სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ გამოვა“

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი გამოდგა – მიხეილ  სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე აღარ არის. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს გავრცელდა. ერთი დღით ადრე კი მიხეილ  სააკაშვილმა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს საიდუმლო შეხვედრის შესახებ ამცნო. ნაპრეზიდენტალის მტკიცებით, ორმა ოლიგარქმა მის წინააღმდეგ საერთო ენა გამონახა. მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პირველი ინფორმაცია […]

სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. – უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული მასალები მიხეილ სააკაშვილზე დამუშავებულია უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის მიერ, გადაგზავნილია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული მოქალაქეობის საკითხის კომისიის განხილვაზე და განხილული იყო კომისიის სხდომაზე. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, […]