კატეგორია: პოლიტიკა

პუტინის თანაპარტიელმა არტიომ კავინოვმა თბილისში დაბადების დღე გადაიხადა

რუსეთის დუმის დეპუტატმა დაბადების დღე თბილისში, ქართველ მეგობრებთან ერთად აღნიშნა. საუბარია არტიომ კავინოვზე, რომელიც მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა, იგი ვლადიმირ პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრია. აღნიშნულის შესახებ დეტალებზე “კურიერი” საუბრობს: ვლადიმირ პუტინის თანაპარტიელი, უკვე მეორე დღეა თბილისში იმყოფება. მისი ვიზიტი თბილისში მკაცრად არის გასაიდუმლოებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებისგან მოწვევა მიიღეს […]

თენგიზ შერგელაშვილი უსუფაშვილის პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

ხვალ დავით უსუფაშვილის პარტია – “შენების მოძრაობა“ თბილისის საარჩევნო გუნდს და მერობის კანდიდატს წარადგენს. თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობა წარდგენამდე არ სახელდება, თუმცა როგორც “Imedinews“-ისთვის ცნობილი გახდა, ის ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი იქნება. თენგიზ შერგელაშვილი წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. ის არის 2013-2014 წლის თვითმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი. 2012 წლის ბოლოს “ქართული ოცნების” მთავრობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]

ჯანი ბუკიკიო „ოცნებას“ და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურში ეპატიჟება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა. აღნიშნულ წერილს პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს. – როგორც მე ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს, – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ […]

მაიკ პენსი გიორგი კვირიკაშვილს – “აშშ-ის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით – ჩვენ თქვენთან ვართ!”

– აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის: ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში. ასე მიმართა ოფიციალურ ვახშამზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ პენსმა თავის სადღეგრძელოში ისაუბრა. – ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ […]

გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პენსს ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს. სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა. ინტერპრესნიუსი

ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის დროშების ფერებში განათდა

აშშ-ის პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა. მაიკ პენსს დღეს არაოფიციალური შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ხვალ დილის 7 საათიდან კი ოფიციალური შეხვედრები დაიწყება. ცნობილია, რომ შტატების ვიცე-პრეზიდენტი ხვალ ოთხი ოპოზიციური პარტიის ხელძღვანელს შეხვდება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა. 10:15 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის […]

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაიკ პენსს და მის მეუღლეს აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლესა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1 აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და […]

,,გირჩმა“ ხელმოწერები ცესკოში ფაეტონით მიიტანა – ,,უსტარიც გვქონდა ბატის ბუმბულით დაწერილი“

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერები ,,გირჩმა” ცესკოში დღეს ფაეტონით მიიტანა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ არ სჭირდებოდა ხელახალი რეგისტრაცია და 25 ათასი ხელმოწერა, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს ცესკო-ში ისინი დარეგისტრირებული იყვნენ. , – მიუხედავად ამისა, კანონის სრული დაცვით, ჩვენ შევაგროვეთ და ჩავაბარეთ 28 ათასი, ისევე როგორც ამას აკეთებს ყველა პარტია და ამიტომ მოვითხოვთ ცესკოსგან, რომ […]

ამერიკული ჯავშანმანქანები სენაკიდან თბილისისკენ მოემართებიან

ამერიკული ჯავშანმანქანების მარში სენაკიდან დაიწყო. ჯავშანმანქანები თბილისისკენ მიემართებიან. სამხედრო კოლონა ქუთაისსა და ხაშურში გაჩერდა. მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება. წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა – 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, გზავნილით – “ძალა პარტნიორობაშია”. საქართველო […]

მაიკ პენსი: „შემდეგი გაჩერება საქართველოა“

შემდეგი გაჩერება საქართველოა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. – მადლობა ესტონეთს მასპინძლობისთვის! პატივი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის სამხედროებისთვის მიმართვა. შემდეგი გაჩერება საქართველოა, – დაწერა მაიკ პენსმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, დღეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ […]