სააკაშვილი – ”უკრაინაში პოროშენკოს შევცვლი”

სააკაშვილი - ”უკრაინაში პოროშენკოს შევცვლი”საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე საუბრობს. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომისთვის უკრაინაში „დიდი მობილიზება იგეგმება“:

– არანაირი არც განზრახვა არც სურვილი, არც გეგმა არ მაქვს, პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე მიუხედავად იმისა რაც გადაჯღაბნეს იქ, ამას ფიქრობს უკრაინელ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ვაპირებთ შემოდგომაზე დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული თარიღებით და გეგმებით, ამ ყველაფერში მე აქტიურად ვარ ჩართული, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, იგი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს:

– მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, პოროშენკომ ჩვენი საქმეც გააკეთა. ყველა კითხვა მოხსნა, ბრძოლა მე არ მესწავლება, ჩვენ შევცვლით უკრაინაში ხელისუფლებას, ამაში მე ვითამაშებ ჩემს გადამწყვეტ როლს, – დასძენს სააკაშვილი.

ნიუპოსტი