კატეგორია: პოლიტიკა

რაზე ისაუბრეს დავით უსუფაშვილმა და გიორგი ისაკაძემ?!

– დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე საუბარი მქონდა მის პოლიტიკურ აქტივობაზე, შესაძლო გადაკვეთაზე და საუბარი იყო ტელევიზიაზეც, – ამის შესახებ საზოგადოებრივს ტელეწამყვანმა გიორგი ისაკაძემ განუცხადა. როგორც ისაკაძემ აღნიშნა, ქართული პოლიტიკა გაცილებით მეტს ზარალობს უსუფაშვილის არყოფნით, ვიდრე  – პირიქით. – პირიქითზეც საუბარი ბევრი იყო. თუ ისმის კითხვა გამომდინარე ჩემი დღევანდელი საქმიანობიდან, იყო თუ არა საუბარი მის პოლიტიკურ აქტივობაზე, […]

აფხაზები ლავროვს ყანწით დახვდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც მას აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელები ყანწით და ღვინით დახვდნენ. დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გახსნა რუსეთის ახალი საელჩო სოხუმში, ხვალ კი, ლავროვი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. სამინისტროს განცხადებით, სერგეი ლავროვის ეს […]

კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩანაწერი გაკეთდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციას ემატება  მე-11 თავი, რომელიც მხოლოდ ერთ საკითხს უკავშირდება. – მე-11 თავი არის გარდამავალი დებულება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ მუხლს. ეს მუხლი ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და ერთგვარი დავალების ფორმით არის ნორმა ჩამოყალიბებული. ჩვენ პრიორიტეტი საგარეო კურსის თვალსაზრისით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს ამოცანა არის დროებითი თავის შინაარსით, – განაცხადა […]

რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო

 საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები არ ელევა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის სიურპრიზს ამზადებს ახალქალაქის საკრებულოც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს აჭარბებს და დიდ პოლიტიკაში იჭრება. ეს დღეები თბილისისთვის ისედაც რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი ჩასვლის, ასევე რეგიონში დაძაბულობის გამო. სოხუმში 18 აპრილს იხსნება რუსეთის ახალი `საელჩოს~ შენობების მთელი კომპლექსი. რუსეთის მინისტრი დაესწრება ამ […]

პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”. – უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობიით. სხვა შემთხვევაში, ასეთი […]

ლევან ალაფიშვილი: „არ შეიძლება კონსტიტუციაზე ცდების ჩატარება“

– „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას თუ ჩავხედავთ, კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი წერია. იმ პროგრამაში, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა, სამი რამ წერია: პირველი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების კომპეტენციური დაბალანსება უნდა მოხდეს; მეორე _ ტერიტორიული მოწყობის საკითხი და მესამე _ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზეა საუბარი, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი. მისი აზრით,  მხოლოდ იმ […]

ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

სერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო […]

კალაძე თუ ლილუაშვილი? – რა აკავშირებს ვანისა და ხონის მაჟორიტარს ივანიშვილთან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს. ახლა, იმას არავინ ამბობს, რომ მმართელი გუნდი არჩევნებს, აპრიორი, წააგებს, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ იგივე თბილისის მერის არჩევნები „ოცნებაში“ განხეთქილების მიზეზად იქცეს. ზოგადად, იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებს „ოცნება“ ქალაქის მერობის კანდიდატად, მედიასა და საზოგადოებაში დიდი ხანია, მსჯელობენ. როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, უკვე გადაწყვეტილია, რომ დავით ნარმანია კენჭს […]

საქართველოს მოქალაქეებისთვის ისრაელში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გამო, დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა.თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის განცხადებას დაჩქარებული წესით განიხილავენ. უარის მიღებისთანავე, მას ქვეყნიდან გააძევებენ (ძველი რეგულაციით, ის ისრაელში 3 წლის განმავლობაში რჩებოდა). საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელისგან თავშესაფარი 3.000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა. საქართველოში ისრაელის ელჩის განმარტებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება […]

„არაბები საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდულობენ“

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მიმდინარეობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი გადმოსახლება, რაც დაკავშირებულია დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან. – საქართველოში სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პაკეტების განხორციელების საბაბით, ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება ბინადრობის მოპოვების მიზნით. განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან. არაბეთიდან დაფრინავს რეისი შარჟა-თბილისი. ძირითადად ამ რეისს მოჰყვებიან ბინადრობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ დასახლებას. ისინი […]