რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაჯდა, სადაც მას აფხაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელები ყანწით და ღვინით დახვდნენ.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში მან უკვე გახსნა რუსეთის ახალი საელჩო სოხუმში, ხვალ კი, ლავროვი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. სამინისტროს განცხადებით, სერგეი ლავროვის ეს ვიზიტი მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა.

