კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ჩაჩუა: „შემოდგომაზე „ქართულ ოცნებას“ დიდი საპროტესტო მოძრაობა ემუქრება“

„ქართული იდეის“ ლიდერ ლევან ჩაჩუას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო,  რომ ნციონალურ მოძრაობა მთავარ ოპოზიციად გამოეცხადებინა. _ ბიძინა ივანიშვილს თავიდანვე ორპარტიულობის დამკვიდრება უნდოდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა მან აღნიშნა, რომ პოლიტიკაში შუა უნდა გაიკრიფოს. ეს პრინციპი ახლაც აქტუალურია. „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა კოაბიტაცია და საზოგადოებას მთავარ ოპოზიციად თავს მოახვია კრიმინალური დაჯგუფება _ ნაციონალური მოძრაობა. მმართველ […]

რას სთხოვს ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას?!

აფხაზეთმოვლილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში გუშინ, 19 აპრილს, დაბრუნდა. მისი ორდღიანი ვოიაჟის ზუსტი მიზეზი კი კვლავ გამოცანად დარჩა. აფხაზური მედიის ცნობით, რუსმა მინისტრმა სოხუმში რუსეთის ახალი საელჩო გახსნა და მათ პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ოფიციალურმა თბილისმა ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში გასეირნება მოკრძალებულად დაგმო. უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას. ამ საყოველთაო დაგმობის ფონზე ლავროვმა […]

გიგა ბოკერია: „კვიციანს კლოუნადებისთვის იყენებენ“

პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა წლიური ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი სხდომა დაიხურა, თუმცა, მანამდე ინციდენტი მოხდა დეპუტატებს შორის. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა, კვიციანმა ბოკერიას წყლით სავსე ჭიქა ესროლა. მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი გიგა ბოკერიამ გააკეთა და ემზარ კვიციანს „კლოუნადის ავტორი“ უწოდა: – პრობლემა ის არის, რომ […]

ხაჯიმბამ და ლავროვმა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის აღდგენაზე ისაუბრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტად მყოფმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით ტრანზიტის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამისთვის არსებობს სამართლებრივი საფუძველი და მან აღნიშნულ საფუძვლად რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს მიღწეული შეთანხმება დაასახელა: – რუსულ მხარეს არანაირი პრობლემა არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ტრანზიტი აღდგეს. ამისთვის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს, ის შეთანხმებები, […]

ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას წყლით სავსე ჭიქა ესროლა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს – ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას – შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია. ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა და გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, […]

გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, მაგრამ ოთარ კახიძეს მოარტყა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე დაშავდა. კახიძეს დაზიანება თავის არეში აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, დეპუტატს საფერფლე მოხვდა. ოპოზიციის წევრი პარლამენტის შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა. კულუარებში აცხადებენ, რომ გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. მან სახის დაზიანება მიიღო, და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახიძე საავადმყოფომდე გიორგი კანდელაკმა თავად მიაცილა.

„პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებები კეთება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ. პარტიაში ელოდებიან პირველად დოკუმენტს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე 22 აპრილს უნდა გაიტანონ. – თუ დავინახავთ რომ ქართული ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ამ ფორმულირებებს, ბუნებრივია ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ […]

რა კულუარულ მოლაპარაკებებს ატარებს რუსეთი სოხუმთან და ცხინვალთან

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებს არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს ხელისუფლებად არავინ აღიარებს. ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ახალარჩეულმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნების წინ და მანამდეც პირობა დადო, რომ „სამხრეთ ოსეთ-ალანიას“ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანს. ჟურნალი `ვლასტ~ ირწმუნება, რომ „პრეზიდენტ“ ბიბილოვის დაპირება ვერ შესრულდება, ვინაიდან, მოსკოვი არაა დაინტერესებული `სამხრეთ […]

შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს

 ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს. მისი თქმით, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და სოხუმი დედაქალაქად გამოაცხადოს. როგორც პარტიის ლიდერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვის ეტაპი გააქტიურა. – თუ მოღალატეობრივად გაგრძელდა ეს პოლიტიკა აფხაზეთსა და ოსეთს დავკარგავთ, – აღნიშნა მან.

„ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილის გარეშე დაიშლება“

რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რისკენ უბიძგებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, შესაძლებელი იქნება თუ არა ხალხის პროტესტის განეიტრალება? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. – „ქართული ოცნება“ ვაჟკაცობის დამტკიცებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ პოლიტიკას ასეთი ვაჟკაცობა არ უხდება. იმის თქმა, რომ ჩვენ ბოიკოტის არ გვეშინია, პოლიტიკური აზროვნებით შეზღუდული ადამიანის კომენტარია, – აცხადებს […]