რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მივიდა. რუსთავის ციხეში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მეუფე ნიკოლოზს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.
კატეგორია: პოლიტიკა
“სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენენ”
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა. ევროპარლამენტარმა პრეზიდენტის მონაყოლი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა. მაკლ გალერის თქმით, არაა გამორიცხული, უკანონო მოსმენების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს. “არა მარტო ჩვენ მეგობრებს და ევროკავშირის და გერმანიის ელჩს, პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, ეს აღმაშფოთებელია. საჭიროა ფოკუსირება იმაზე, ვინაა ამ […]
ირაკლი ზარქუა – “ხვალ აქციაზე გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან”
შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, დაგვწყევლიან, დაიშლებიან, კი ბატონო, ესეც მათი უფლებაა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან 14 ოქტომბერს დაანონსებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერ ჯგუფს, თუ კანონს და კრიტერიუმებს არ არღვევს, აქვს უფლება გამოხატოს თავის პროტესტი, მათ შორის, რადიკალურ […]
მიტროპოლიტი გრიგოლი – “საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს! – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს. „ნუთუ, ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა „გვიხსნას“ ამ შეთქმულებისგან?! […]
ალეკო ელისაშვილი – “სააკაშვილი მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა”
„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, რადგან მას და მის პარტიას ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ალეკო ელისაშვილმა გაიხსენა კონკრეტული საქმეებიც, სადაც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული იკვეთება. „რა თქმა უნდა, ამ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის. ეს არის ჩვენი პარტიული […]
ღარიბაშვილს მე-2 ტურის შემდეგ მოხსნიან
“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დატოვებს. სიძულვილის ენაზე აგებული კამპანია, წაგებული დიდი ქალაქები, მეორე ტური თბილისში და მიხეილ სააკაშილი საქართველოში – “ქართული ოცნების” მძიმე რეალობას, ოლიგარქი და მისი პარტია სავარაუდოდ, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს გადააბრალებს. “მთავარი არხის” წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების შესახებ პარტიაში ჯერ […]
ღარიბაშვილი – “სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად მელიას გაუხარდა”
ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მეტად სააკაშვილს თბილისში ჩამოსვლას ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა. „იმედია, გვისმენს პატიმარი სააკაშვილი და შევახსენებდი ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ […]
გიული ალასანია _ “ჩემს შვილს შიმშილობის შეწყვეტაზე დაველაპარაკე, მაგრამ უარი მითხრა”
გიული ალასანიამ ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება. ის შვილს დღეს პირველად შეხვდა 10 დღიანი პატიმრობის შემდეგ, როგორც გიული ალასანია ამბობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კვლევების ჩატარება, ზოგადი მდგომარეობა კი დედის შეფასებით დამაკმაყოფილებელია. – თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის ძველებურად, – თქვა გიული ალასანიამ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მან საუბარი წამოიწყო, თუმცა შვილისგან უარი […]
სააკაშვილი – “ჩემ წინასწარ გლოვას სჯობს, გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ!”
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და საზოგადოებას ყურადღების არჩევნებზე გადატანას სთხოვს. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ მასზე ზრუნვის გამო არჩევნებზე ყურადღების მოდუნება ქვეყნის მტრის ინტერესებში შედის. მისი თქმით, ყველაფერს იღონებს, რათა შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი 30 ოქტომბრამდე ცოცხალმა მიაღწიოს. მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა არჩევნების […]
“შენ საქართველოს სჭირდები და გთხოვთ, შეწყვიტო შიმშილობა” – მუღანლოელებმა სააკაშვილს ცხვარი დაუკლეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად რუსთავის მე-12 საპყრობილესთან მივიდნენ სოფელ მუღანლოს მცხოვრებნი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დაკლული ცხვარი, ნაზუქები, ნამცხვრები და ხილის წვენი მიუტანეს. მაჰამად ეიბოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სჭირდება, ამიტომ ვთხოვთ შეწყვიტოს შიმშილობა”. ეიბოვის თქმით, ცხვარი და ნაზუქები სწორედ მიხეილ სააკაშვილსითვის მიიტანეს ციხესთან. “რასაც აქ ხედავთ, ეს ყველაფერი მთელი სოფლის სახელით შეგროვდა”, […]









