სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მეუფე ნიკოლოზი მივიდა

სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მეუფე ნიკოლოზი მივიდარუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მივიდა.

რუსთავის ციხეში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

მეუფე ნიკოლოზს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის დეტალებზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს.