ღარიბაშვილი – “სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად მელიას გაუხარდა”

ღარიბაშვილი - "სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად მელიას გაუხარდა"ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის ციხეში დაჭერა, ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველაზე მეტად სააკაშვილს თბილისში ჩამოსვლას ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა.

„იმედია, გვისმენს პატიმარი სააკაშვილი და შევახსენებდი ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა. როგორც დაასრულა ამ ადამიანმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში. ამის გარდა, გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების მეორე ტური აბსოლუტურად გამჭვირვალედ ჩატარდება.

“ყველა ქალაქში მოვიგებთ ამ არჩევნებსაც და ამის შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი მთავარი კითხვები უნდა შეეხებოდეს მოსახლეობის გასაჭირს. ესაა: უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იპნ