„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია. კითხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ კოკაინის მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“. „საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ოცნება“ 40%-ზე ნაკლებ ხმას აიღებს, გახარიას პარტიის რეიტინგი კი ორნიშნა იქნება“ – დავით ზურაბიშვილი
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს ნორმალურად და არ მოხდეს რყევები: – დასავლეთში თუ დაინახეს, რომ ხელისუფლებას ცუდად მისდის საქმე და მისი რეიტინგი ეცემა – 43%-ზე ნაკლები თუ აიღო მმართველმა პარტიამ, ყველანაირი ზეწოლა განხორციელდება ხელისუფლებაზე იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნებზე ყველა ნაბიჯს გაუკონტროლებენ, რომ როგორმე […]
გახარია – “კალაძე უკვე გადავფურცლე, ის აღარაა ჩემთვის საინტერესო”
ვისი სიტყვის ფასიც არ იყო ნული, იმას ვკითხე, მიპასუხა, უკვე აღარ არის ეგეც ჩემთვის საინტერესო, გადავფურცლეთ – ასე უპასუხა ექსპრემიერმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანის შეკითხვას, თუ რატომ ჰკითხა გიორგი გახარიამ დებატების დროს კახა კალაძეს, იზიარებდა თუ არა ის, რომ გახარია ნადრკოდამოკიდებული იყო. ამ დებატების და ამ პასუხების შემდეგ, კალაძე აღარ არის საინტერესო. მე რაც მაინტერესებდა, პასუხი […]
„ბიძინა ივანიშვილის მონა, უნამუსო!“ – მელია კობახიძეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს უნამუსო და უსინდისო უწოდა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებს. „გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტები?! გჯერა?! შენ ხარ უსინდისო! 2 ოქტომბერს შესაბამის პასუხს მიიღებ, ბიძინა ივანიშვილის მონა, უნამუსო!“,- აღნიშნავს მელია ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება […]
თაკო ჩარკვიანი – “ირაკლი კობახიძეს კონსტი-ტუტუციონალისტი დავარქვი”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ სისხლიანი ბანერები არის საშინელება და საზიზღრობა, აზელვა ყველანაირი ღირებულებების. – გახარიაც რომ გაჩნდა მანდ, ეს რაზე მიანიშნებს? – არ შეიძლება. არის რაღაცები, რაც არ უნდა ირღვეოდეს, არის უდანაშაულობის პრეზუმპცია და უნდა დაიცვა. ეგენი თვითონ აწესებენ. მათი მოპარული ქონებების გადარჩენა არის კორუფციულ სივრცეში და […]
“ოცნება” გახარიას უფრო ებრძვის, ვიდრე ნაციონალებს და სააკაშვილს” – სოსო ცინცაძე
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც გახარიას აკრიტიკება: – ოპოზიციის მხრიდან ელემენტარულის გაცნობიერებაა საჭირო. გახარია ასუსტებს მათ მთავარ მტერს. ოპოზიციის ასეთი წინდაუხედავი ტაქტიკა გარანტიას იძლევა არჩევნებში “ოცნების” გამარჯვების. თუ გახარია დასუსტდა, ის იმდენს ხმას ვეღარ წაართმევს “ქართულ ოცნებას”, რომ 43% ვერ გადალახოს. – დავუშვათ, ვერ გადალახა “ოცნებამ” 43%, მერე […]
აშშ-ის საელჩო “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – “სერიოზული ეჭვი გვაქვს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული არჩევნების მიმართ”
რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი ხელისუფლების მოქმედება. “ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. ძალადობა […]
ირაკლი კობახიძე – “გახარიას ნარკომანობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს”
ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა პრობლემები აქვს კონკრეტულად გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულების კუთხით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს გიორგი გახარიასთვის არაფერი დაუბრალებია, რადგან ის, რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების მხრივ პრობლემები აქვს, ფაქტის კონსტატაციაა. „ეს არის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს მთელს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, მის ხელმძღვანელობას. ჩვენ დეტალებში გვაქვს ინფორმაცია იმასთან […]
ნამახვანჰესი აღარ აშენდება – ენკამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
კომპანია ენკა საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ენკა რინიუეიბლის მშობელი კომპანიის – ენკა ინშაატის – მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. „შპს ენა რინიუეიბლმა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის ჰეპპ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ“, – ნათქვამია […]
კარლ ჰარცელი ელჩების მოსმენაზე – “საქართველოსნაირი მეგობრის ასეთი აქტივობა ჩვენ წინააღმდეგ არაბუნებრივია”
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინფორმაციით, სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელის თქმით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ. “თქვენ ნახეთ ბრიუსელის პირველი რეაქცია ამ საკითხზე. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამას, რადგან ვენის კონვენცია არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენთვის არაბუნებრივია, რომ საქართველოსნაირი ახლო […]








