ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი – მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ნებისმიერ შემთხვევაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი. მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის კომუნიკაციის საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნებიდან” წასასვლელად სხვა ძალებიც ემზადებიან” – შალვა ხაჭაპურიძე
უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნება” ნაციონალებზე უარესად დაამთავრებს: – ის აგრესია, რომელიც ნაცმოძრაობისკენ იყო მიმართული, გადავა “ქართულ ოცნებაზე” და მეეჭვება, რაიმე კოჰაბიტაციის პროექტი განხორციელდეს. ამ შემთხვევაში დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და მრავალი წელი ციხეში ყოფნა. თუ რაიმე ცუდი იყო ნაცმოძრაობის დროს, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გადმოიტანა, გადმოიბარეს ბიზნესები, ბიზნესმენები, ოფშორები […]
ირაკლი კობახიძე – “დმანისში ვიღაც დეგენერატმა მეორე კაცი დაჭრა, ეს თქვენი ბინძური ტელევიზიის ბრალია”
პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე დმანისში დღეს მომხდარ დაპირისპირებასა და ადამიანების დაჭრის ფაქტზე პასუხისმგებლობას ,,დეგენერატ დამნაშავესა” და კრიტიკულ ტელევიზიებს აკისრებს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, როცა ვიღაცა დეგენერატმა მეორე კაცი დაჭრა? მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, რაც ყოვედღიურად გადმოედინება […]
დმანისში ოპოზიციის 2 წევრი დაჭრეს
დმანისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. დაპირისპირება მმართველი გუნდის შტაბიდან რამდენიმე მეტრში მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გიორგი ტატუაშვილი, კახა ოქრიაშვილთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის წევრებს თავს დავით დაუთაშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი დაესხნენ. დავით დაუთაშვილი დმანისში, სოფელ განთიადში, “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის, შვილია. ოპოზიციის კანდიდატები ცივი […]
„კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი არ შეგარჩენთ” – მელია დმანისის ინციდენტზე
ნიკა მელია სოციალურ ქსელში დმანისში განვითარებულ დაპირისპირებაზე წერს: “დმანისში ზონდერები მიუვარდნენ ჩვენს კანდიდატს და დაჭრეს მისი 2 მხარდამჭერი. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს – არ შეგარჩენთ”. დღეს სოფელ განთიადში, დმანისის მოქმედ მერს გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჭრილია 2 ადამიანი. კახა […]
კალაძე – “სუსმა ელჩებსაც უნდა მოუსმინოს”
კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა მოუსმინოს ყველას, ვინც მოსასმენია. დედაქალაქის მერის განცხადებით, სუსი ქვეყანაში უსაფრთხოებას იცავს. ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი – ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული […]
გახარია – “გამოძიება ხოჯევანიშვილამდე ვერ მივა”
ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა, იმიტომ, რომ ობიექტურად მას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნებოდა, მაგრამ ამათი ფანტაზიებით შეიძლება ეს კოსმოსშიც აიყვანონ, არაადეკვატურობის ხარისხის პროგნოზი უკვე შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, უშვებს თუ არა ის, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ალექსანდრე ხოჯევანიშვილით დაინტერესდეს. ამასთანავე, როგორც გახარიამ […]
სოსო ფხაკაძემ სისხლიანი ბანერების ადგილები “ოცნებას” უსასყიდლოდ დაუთმო
სისხლიანი ბანერების გასაკრავად “ქართულ ოცნებას” სოსო ფხაკაძემ ადგილი უსასყიდლოდ დაუთმო. “ვისოლის” პრეზიდენტი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრება. სოსო ფხაკაძე კითხვებს არ პასუხობს. “პირველების” წყაროს ინფორმაციით, არ არსებობს დამკვეთის მიერ სარეკლამო კომპანიისთვის გადარიცხული თანხის ქვითარი, რითაც დასტურდება რომ საბანერე სივრცე “ოცნების” სიძულვილის კამპანიას უსასყიდლოდ დაეთმო. “პირველების” ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით მამუკა მდინარაძის იდეით განთავსდა, თუმცა […]
ნიკა საკანდელიძე – “მითხრეს, რომ თუ კანდიდატურას არ მოვხსნიდი, ჩემს 3 შვილს ვეღარ ვნახავდი”
“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა საკანდელიძე ჰყვება, როგორ განხორციელდა გუშინ, 18 სექტემბერს, მის მიმართ ზეწოლა. – როდესაც სახლიდან გამოვედი ეზოში, დავინახე, ავტომობილი იდგა სახლის წინ, შემდეგ დამიძახეს – გავსულიყავი, ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავსაუბრებოდი. ავტომობილში სამი პიროვნება იმყოფებოდა, მათ მითხრეს, რომ მომეხსნა კანდიდატურა. როდესაც წამიყვანეს, ვუთხარი, რომ ვეკუთვნოდი ბაში-იანეთს, რომელსაც არანაირი კავშირი […]
დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი – “დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს ნამდვილად ვთხოვე იარაღის ტარების გაფორმებაში დახმარება”
დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი “ტვ პირველთან” ადასტურებს, რომ ის ნამდვილად სთხოვდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს იარაღის ტარების უფლების მოსაპოვებლად მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის დაერეკა. დეკანოზი ამბობს, რომ იარაღის ტარების უფლება თავდაცვის მიზნით უნდოდა. სამების ტაძრის დეკანოზი განმარტავს, რომ ის წარსულში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. ხარაზიშვილი ასევე ადასტურებს, რომ ის უკანონო მიყურადების სამიზნე იყო სუს-ის მხრიდან და დოკუმენტში […]








