კატეგორია: პოლიტიკა

„მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია“ – ლადო კახიძე

„მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია“ - ლადო კახიძე

დეპუტატი ლადო კახაძე, სუს-ის მოსმენებზე აცხადებს: “მოვისმინო რას ნიშნავს, მე მუცლად მყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენი მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია. იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე უნდა დავეხმარო. ის აჩქარებული გულისცემა, არიქა ჰიპოქსია არ იყოს და წამალი მივცე და დედას ვაჩვენო.”

კალაძე – 41%, მელია – 36%, გახარია – 13% – იპსოსის კვლევა

კალაძე - 41%, მელია - 36%, გახარია - 13% - იპსოსის კვლევა

“მთავარი არხის” თანახმად, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს?- იპსოსის კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია: კახა კალაძე – 41% ნიკა მელია – 36% გიორგი გახარია – 13% ანა დოლიძე – 4% ანა ბიბილაშვილი – 2% დანარჩენი კანდიდატები – 4% კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. იპსოსის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის […]

“ოცნება” – 35%, ნაციონალები – 30%, გახარიას პარტია – 9% – იპსოსის კვლევა

"ოცნება" - 35%, ნაციონალები - 30%, გახარიას პარტია - 9% - იპსოსის კვლევა

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – (მთელი ქვეყნის მასშტაბით) – იპსოსის კვლევის შედეგები ასეთია: ქართული ოცნება – 35% ნაციონალური მოძრაობა – 30% საქართველოსთვის – 9% ევროპული საქართველო – 4% ხალხისთვის – 4% ლელო – 3% მესამე ძალა – 3% ლეიბორისტული პარტია – 3% გირჩი – მეტი თავისუფლება – 2% პატრიოტთა ალიანსი – […]

„იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი“ – გიორგი გახარია 20 ივნისზე

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე და ყოფილი  შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ  2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, ზუსტად იგივენაირად მოიქცეოდა. “ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. ყოველთვის ვამბობდი, და ახლაც ვიმეორებ, პასუხისმგებელი ვიყავი მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით […]

გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ – “მან ხალხის ნდობა ვერ გაამართლა”

გახარია ივანიშვილის წინააღმდეგ - "მან ხალხის ნდობა ვერ გაამართლა"

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. – ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა. მარტო ჩემი არა, მოქალაქეების, – განაცხადა მან. 2021 წლის დასაწყიში ჯერ კიდევ პრემიერი გახარია ამბობდა: – “ქართული ოცნების” მიმართ ნდობას აქვს თავისი ახსნა, რაშიც ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ქვეყანამ ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას და […]

გიორგი ვაშაძე – “სააკაშვილის ჩამოსვლა შეცდომა იქნება”

გიორგი ვაშაძე - "ნაცმოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა"

გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სულ ქუჩაში დადის  და „ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს ვერსად პოულობს. – ნაციონალები რევოლუციისთვის ემზადებიანო, ასე აცხადებს ხელისუფლება. – კარგით, რა. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით მიდის და რა გზას ირჩევს საქართველო. არავინ არაფრისთვის არ ემზადება. რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს ვერ აწყობს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. რევოლუციას აწყობს ხელისუფლება, როცა ის […]

გია ხუხაშვილი – “ამ არჩევნების ჩატარება სუსს გაუჭირდება”

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, ტემპერატურა ყველა შემთხვევაში აიწევს. – ხელისუფლებას ცივილიზებულ გარემოში არჩევნების მოგების არანაირი რესურსი არ აქვს, შესაბამისად, თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, ის მას აგებს. თუ აგებს, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგება რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაზეც ხელისუფლება ჯერჯერობით ამბობს, რომ არა. თუ არჩევნების გზით […]

“კალაძემ მეურნე მერის სტატუსი მოირგო და ეს მისთვის მომგებიანია” – რამაზ საყვარელიძე

რამაზ საყვარელიძე - "ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, "ოცნების" რომელ ფრთას დაუჭერს მხარს"

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა, ამომრჩევლის მიერ ერთ მთლიანობად იყოს აღქმული გახარია და ნაციონალური მოძრაობა. – როგორი შეიძლება იყოს კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებლები? – ბოლო ხნის სოციოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გახარიამ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა, დიდად არ შეცვლილა. თითქმის იდენტურია. ალბათ, ეს მოსალოდნელიც არის. – რატომ? – ეს […]

“გომელაურმა ყოველ პოლიციელს 20 კაცის არჩევნებზე მიყვანა და “ოცნებისთვის” ხმის მიცემა დაავალა”

ვახტანგ გომელაური - "თავდამსხმელს ფული საქართველოს ბანკმა გადაუხადა"

პოლიციელების წინასაარჩევნო მობილიზება რეგიონებში – “პირველების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად ხელმძღვანელობდა. წყარო შსს-დან “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ გომელაურმა სამხარეოს მაღალჩინოსნები დაიბარა და დირექტივები მისცა. მინისტრის ბრძანებით, თითო პოლიციელს ექნება 20 კაციანი სია და მათი დავალება იქნება, სიაში მყოფი ადამიანები არჩევნებზე მიიყვანოს. მთავარი მოთხოვნაა, სიაში მყოფმა პირებმა 41, […]

“სააკაშვილის მატარებელი ჩავლილია” – კახა კუკავა

კახა კუკავა - "კობახიძეც, ვოლსკიც და თალაკვაძეც ჩვენსკენ გადმოვლენ"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კუკავა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაზე საუბრობს. – არის რამდენიმე სცენარი. პირველი – მიშა არ ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ეს იქნება საოცარი ეიფორია, რომ აი, მიშამ კიდევ ერთხელ გაიფარჩაკა თავი. მეორე ვარიანტია, რომ ჩამოდის და აპატიმრებენ. ეს ვარიანტიც “ოცნების” სასარგებლოა, არჩევნებამდე. მიშას დაპატიმრება “ოცნების” მხარდამჭერებისათვის ძალიან დიდი სტიმული იქნება. ესეც გაზრდის […]