„მგონი გიორგი ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო“, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას. როგორც ჯეჯელავა წერს, რასაც რუსეთის პროკურატურა მოითხოვს, იმას ასრულებს საქართველოს პროკურატურაც. „ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გიორგი ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, […]
კატეგორია: ყველა სიახლე
BBC – საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – დაშავდა 44 ადამიანი
საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – დაშავდა 44 ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამგზავრო მატარებელი ნორმანდიაში, რუანსა და კანს შორის გადაადგილდებოდა, როდესაც ლიანდაგიდან გადავიდა. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, მატარებელში დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ მატარებელი ლიანდაგიდან ამოუცნობ ობიექტთან შეჯახების შემდეგ […]
გიორგი ბარამიძე დააკავეს – „მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის – არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“
„მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს. „ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მზია ამაღლობელი -„მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება!“
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , – ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს. ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო […]
სასამართლოში გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შეუძლოდ გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს – ექიმების დახმარება მოკლული გიგა ავალიანის დედას დასჭირდა. ეკა კუპატაძე პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასამართლოს ეზოში გული წაუვიდა. როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ყოფნა. საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, […]
მოკლული არასრულწლოვანის ვინაობა ცნობილია
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია უწყების […]
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი
თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, […]
სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება. ის ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით უპასუხებს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც […]
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. ახალი წესით, საჯარო სკოლის მოსწავლის სემესტრული შეფასება სამ კომპონენტს – მიმდინარე საშინაო, მიმდინარე საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს დაეფუძნება, რომელთაც თანაბარი წონა ექნებათ. ცვლილებები ეხება შემაჯამებელი დავალებების ფორმას, გაცდენილი დავალებების აღდგენას, დაწყებით კლასებში შეფასების წესსა და დაბალი აკადემიური შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის დამატებითი დახმარების შეთავაზებასაც. კერძოდ, თუ […]
სანდრო რაქვიაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის ზუსტ დროს ასახელებს
„თავისუფალი ხალხის პარტიის” [გირჩი] წევრი, სანდრო რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ნიკა, ჩემსა და შენს შორის იცი რა განსხვავებაა? მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და არასდროს დამიმალავს ეს. პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გავეცი. შენ კიდევ ვისგან 40 მილიონი გაქვს აღებული არ ამბობ და დღემდე ვერ ბედავ აღიარებას. კი, 40 მილიონი და არა 10 მილიონი, როგორც შენ წერ. […]










