მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში იმყოფება. ეკა კუპატაძე გამომძიებლებმა მისი საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. როგორც ეკა კუპატაძემ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, ის პოლიციისგან ითხოვს დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც გააყალბეს მისი შვილის, გიგა ავალიანის სოციალური ქსელის გვერდი და ამგვარად, არასწორი კონტექსტით ინფორმაციები გაავრცელეს. „უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის გვერდების საშუალებით ნია იმნაძის […]
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი – დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული
დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, “პირველებთან” ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები. ადვოკატის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე ფეიქრიშვილს საკანში შეუსახლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც პატიმარი სასტიკად სცემეს. პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანება ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და შოთა ყიფიანმა მიაყენეს. იურისტის განცხადებით, თავდამსხმელები ფეიქრიშვილისგან მობილურ ტელეფონზე […]
ქობულეთში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც […]
„ამან ბადრი მოკლა…“ – ირაკლი რუხაძე სააკაშვილს დაუპირისპირდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მან 2007 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ტელეკომპანიაში განვითარებულმა მოვლენებმა ბადრი პატარკაციშვილის ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენა იქონია. ირაკლი რუხაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან ურთიერთობა გირგვლიანის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ აირია, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში უცვლიდა. […]
ახმეტაში ექიმი დააკავეს – კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ
ახმეტაში დაკავებულ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოპოვების მიზნით ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გაცემის საქმეზეა დაკავებული, კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. დღეს თელავის რაიონული სასამართლო ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ექიმი ლალი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „მაია, ჩემო მეგობარო, დღეს სასამართლოა. განსაკუთრებით მინდა იცოდე, მარტო არ ხარ. შენ გვერდით […]
გიორგი ბარამიძე დააკავეს – „მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის – არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“
„მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს. „ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მზია ამაღლობელი -„მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება!“
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , – ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს. ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო […]
სასამართლოში გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შეუძლოდ გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს – ექიმების დახმარება მოკლული გიგა ავალიანის დედას დასჭირდა. ეკა კუპატაძე პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასამართლოს ეზოში გული წაუვიდა. როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ყოფნა. საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, […]
მოკლული არასრულწლოვანის ვინაობა ცნობილია
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია უწყების […]
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი
თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, […]









