ბოლნისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს – სოფელში თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ ქალი ერთი თვის წინ გათხოვდა. ქალის ცხედარი ახლობელმა წყალში იპოვა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ტვ პირველი
კატეგორია: სამართალი
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა – ავჭალის პოლიციასთან მისი მანქანა დგას
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა და ეძებენ. მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას. გაუჩინარებამდე, ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა. “გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსება შელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისძარღვი.. ყოველი სუნთქვა თვეზე მეტია წამებად მექცა”, – წერს ის ფესბუქპოსტში, რომელიც 19 დეკემბერს, დილის 8:40 საათზე გამოაქვეყნა. გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება […]
პროკურატურა გერმანიას გიგი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს
გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ […]
ვაზისუბანში არასრულწლოვანებმა სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ნიკა თოიძე, რომელიც ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციას ჩაბარდა
ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ფორმულას მისმა მამამ, გია თოიძემ უთხრა. დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს. თვითმხილველებმა ფორმულასთან თქვეს, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა და ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, […]
გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს
გენერალი გიგი კალანდაძე დააკავეს. “პირველების” ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. კალანდაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი კასრაძე “პირველებთან” ამბობს, რომ კალანდაძე პატრიოტია და მის დაკავებაში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბოლოს გიგისთან ერთი ორი […]
ადიგენში 24 წლის ბიჭი დაჭრეს
ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 18 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივების თქმით, 24 წლის ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, სოფელ არლიდან არის. დაჭრილი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ. მკურნალი ექიმების თქმით, ტომოგრაფიაზე სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არ გამოვლენილა. მანამდე კი სოფელ არლის მკვიდრს პირველადი დახმარება და გადაუდებელი ოპერაცია ახალციხის […]
ნუცუბიძეზე 17 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს
“კურიერმა” ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია ნიკა თოიძეს ეძებს. სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. “კურიერი” ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა.
არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ხასიათის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევაა გათვალისწინებული. არასრულწლოვანის გაუპატიურება კი უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის […]









