37 წლის მამაკაცს გარდაბანში 20 ტყვია ესროლეს

37 წლის მამაკაცს გარდაბანში 20 ტყვია ესროლესამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა გარდაბანში დაჭრილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შემთხვევა სოფელ ყართაკლიაში მოხდა.

მამაკაცს ცეცხლი უცნობმა პირმა გამვლელი მანქანიდან გაუხსნა და 20-მდე ტყვია ესროლა.

რეანიმატოლოგ ირმა სულაქველიძის განმარტებით, მდგომარეობა რჩება კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

,,პაციენტი 37 წლის, სტაციონარში მოყვანილი იქნა ახლობლების მიერ. აღენიშნებოდა თავის არეში თხემის მიდამოში დიდი ზომის ჭრილობა.

თავის არეში არის ერთი ჭრილობა მიყენებული, სხეულზე სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა, კონტაქტური არ იყო.

დაწყებული იყო ანტიშოკური თერაპია, შედეგ ნეიროქირურგიული ჩარევა მოხდა. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული. მკურნალობა უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განმარტავს რეანიმატოლოგი.

დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე იძებნება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს​.

პრაიმ ტაიმი