გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი. კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში – განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში. გორის რაიონულ სასამართლოსთან მსაჯულების გადაწყვეტილებას მოკლული ახალგაზრდას, თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ. მასალის გამოყენების პირობები
კატეგორია: სამართალი
ხალვაშისა და ოქრუაშვილის დავა გრძელდება – „რუსთავი 2“-ის კიდევ ერთი სასამართლო
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო
ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენარადგან რეპლიკისთვის დრო სჭირდებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დათანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ზვიად კორძაძემ აღნიშნა, პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს. მოსამართლე გიორგი არევაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომა 11 იანვარს, დილის […]
მიხეილ სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს
მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ავრცელებს: “გავიგე ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. […]
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა, რადგან 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. აღნიშნულის შესახებ “საიას” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს: “სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააისრა იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს ვერ უზრუნველყო აქტივისტების უსაფრთხოება და დანაშაულების სათანადო გამოძიება. ბევრად უფრო […]
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 4 პირი
სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა. მარნეულში დაკავებული ბ.ზ.-ს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”. ფონიჭალაში დაკავებული ბ.გ-ს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი […]
ბორჯომის პარკთან მამაკაცი გარდაიცვალა
ბორჯომში, ცენტრალური პარკის შესასვლელთან კაცი გარდაიცვალა. ის კვადროციკლებს აქირავებდა. “სამხრეთის კარიბჭე” წერს , რომ გავრცელებული ინფორმაციით, მის გარდაცვალებას წინ კონფლიქტი უძღოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი კონფლიქტის შემდეგ ცოტა ხანში ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. კონკრეტულად, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
წეროვანში 3 პირი ჩაცხრილეს
„სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის შვილი“
სპეცოპერაცია თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – სულ დაკავებულია 10 პირი, ყველა მათგანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს. თბილისში, სპეცოპერაცია ხვედელიანის ქუჩაზე ჩატარდა, სახლი პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, თეიმურაზ ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მისი შვილი, ბექა ჟორჟოლიანიცაა. ახლობლების თქმით, გაუგებარია რატომ უნდა ედავებოდეს შსს-ს ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან კავშირს. […]
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა
არსებული ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. როგორც ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.









