თემურ ალასანიას შეიძლება ბრალი წაუყენონ – სააკაშვილის ბიძის გამოკითხვა დასრულდა

თემურ ალასანიას შეიძლება ბრალი წაუყენონ - სააკაშვილის ბიძის გამოკითხვა დასრულდამიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას გამოკითხვა სასამართლოში დასრულდა. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, კითხვები საუბრის შინაარსს ეხებოდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ  ალასანიას ბრალი წაუყენონ.

– ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერები, გამოძიება დაწყებულია უკანონო მოსმენაზე და კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე. უნდოდათ, რომ ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს თურმე რეალური ჩანაწერია, რომ შემდეგ დაეორგანიზებიანთ ხალხი, რომლებიც იტყოდნენ, რომ თემურ ალასანია ქართველ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას.

მკაფიოდ გაეცა პასუხი, რომ  არცერთი იქ არსებული ფრაზები, ივანიშვილთან დაკავშირებული, ხალხთან დაკავშირებული ეს არ არის თემურ ალასანიას საუბარი. ეს არის შეკოწიწებული სხვდასხვა საუბრიდან” ,- ამბობს ბასილაია.

თემურ ალასანიას სასამართლოში მისვლის დროს, ეზოში ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სიტუაციის განსამუხტად  სამართალდამცავები ჩაერთნენ.

– მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე, რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე თუ რაც ჰქვია, ალბათ დეპოზიცია ჰქვია უფრო და პირველი, უნდა გავიგო რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. მეორე. მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს, ველაპარაკე მრჩეველს და ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძიება, რა საქმეა გახსნილი და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ მერე რა პოზიცია დავიკავოთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი და ამიტომ  ამაზე შინაარსობრვად არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ, – განაცხადა ალასანიამ სასამართლოში შესვლამდე.

ტვ პირველი