ზურაბ ზვიადაურის სასამართლოდან გირაოთი გამოშვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ჯაბა ჯანგირაშვილმა. მან ზვიადაური გაამართლა და თქვა, რომ რომ არა მისი რეაგირება, ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა. ჯანგირაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად იყო დაკავებული. ის თელავის რაიონულმა სასამართლომ 5.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. მას გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. “პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, ადგილზე არც ზურაბ ზვიადაური და არც ვასილ ცოცხალაშვილი […]
კატეგორია: სამართალი
ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს – 1 პირი დააკავეს
ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა“, […]
გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა
რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა. 41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]
ყოფილ ჩხოროწყუელ პოლიციელ აირი დარსალიას მამაკაცის გაუპატიურებისთვის 5 წელი მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აირი დარსალიას გამოძიება 25 წლის მამაკაცისადმი ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა. დარსალიას ოჯახი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა. შემთხვევა ჩხოროწყუში 2019 წელს მოხდა. დაკავებული ყოფილი პოლიციელია. დაზარალებულმა მამაკაცმა 2 წლის წინ ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დარსალიამ […]
სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური 2.500 ლარით დაჯარიმდნენ
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა […]
მაია მწარიაშვილი – “ნონა გაფრინდაშვილის საქმის მოსმენა ნეტფლიქსის წინააღმდეგ 24 იანვარს კალიფორნიაში დაინიშნა”
ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ,,გაფრინდაშვილი “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში, 24 იანვარს დაინიშნა. ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს. როგორც ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სასამართლო დავა შეეხება ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსენებულია რუს მოჭადრაკედ. კომპანია ,,ნეტფლიქსმა” წარმოადგინა […]
შეიქმნეს 2 მილიონი ლარის ფიქტიური აქტივი – 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2016-2018 წლებში საგადასახადო ორგანოში წარადგინეს დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, […]
დეზერტირების ბაზართან ხორცის ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები. „შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს […]
“სანამ მოკლავდნენ, 1 საათით ადრე მოპედით კატაობდა” – რას იხსენებენ დავით კრავეიშვილის მეგობრები
15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო. მოკლულის მეგობრები, რომლებმაც კრავეიშვილი შემთხვევამდე 1 საათით ადრე ნახეს, ამბობენ, რომ საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. „სანამ მოკლავდნენ, ერთი საათით ადრე ვნახეთ. მოპედით კატაობდა, მოვიკითხე, დახმარება ხომ არ გინდა მეთქი, არაო. შესაძლოა, მართლაც გოგოს გამო მომხდარიყო. ჩვენ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს […]
პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე 2 არასრულწლოვანს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ 15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. “გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის […]










