“სანამ მოკლავდნენ, 1 საათით ადრე მოპედით კატაობდა” – რას იხსენებენ დავით კრავეიშვილის მეგობრები

"სანამ მოკლავდნენ, 1 საათით ადრე მოპედით კატაობდა" - რას იხსენებენ დავით კრავეიშვილის მეგობრები15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებობს ვერსია, რომ კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო.

მოკლულის მეგობრები, რომლებმაც კრავეიშვილი შემთხვევამდე 1 საათით ადრე ნახეს, ამბობენ, რომ საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

„სანამ მოკლავდნენ, ერთი საათით ადრე ვნახეთ. მოპედით კატაობდა, მოვიკითხე, დახმარება ხომ არ გინდა მეთქი, არაო. შესაძლოა, მართლაც გოგოს გამო მომხდარიყო. ჩვენ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს არ ვიცნობდით და მგონი, არც თვითონ იცნობდა“, – ამბობენ მეგობრები.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე, ოჯახის პოზიცია “კურიერს” ექსკლუზიურად გააცნო. – თუ ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავეა, მშობელი მზადაა, რომ მისმა შვილმა კანონის წინაშე პასუხი აგოს.

“კურიერი” მამაკაცის ვინაობას საგანგებოდ არ ასაჯაროებს, იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება “რუსთავი 2” ფრთხილობს არ მოხდეს მოზარდის იდენტიფიცირება.

მამა მკვლელობის დეტალებზე ვერ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაინტერესებულია გამოძიებით და სამართალდამცველებთანაც მაქსიმალურად თანამშრომლობს, როგორც თავად, ასევე მისი შვილიც.

პრაიმ ტაიმი