გურჯაანში პატიმარი გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმარი გარდაიცვალა.

41 წლის კაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. შემთხვევის დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ