გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს

გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანესოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიციამ, მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელდება.

„გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო“, – ნათქვამია „ფეისბუკ“ სტატუსში.

ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.