სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერები დააკავეს. უწყების ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. „კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით […]
კატეგორია: სამართალი
თეა წულუკიანი – „ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს“
ვის რაში სჭირდება გიორგი ვაშაძე, რომ მისი ლიკვიდაცია დაიგეგმოს? , – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მისი და სხვა ოპონენტების ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს. წულუკიანის თქმით, როგორც ყველა მეფეს კარზე სჭირდება ერთი კარგი კლოუნი, ასე მუშაობდა გიორგი ვაშაძე ადეიშვილს კარზე. „ვის რაში სჭირდება გიორგი […]
რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს
რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შეწყალების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, ქალი მსჯავრდადებულები სახალხო დამცველს მოუწოდებენ, მათი პრობლემებიღა და მოთხოვნებით დაინტერესდეს. ერთ-ერთმა პატიმარმა „ფორმულას“ განუცხადა, რომ მის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება – პატიმარი ყაზახეთის მოქალაქეა და აღნიშნავს, რომ წესით მისი ექსტრადიცია უნდა მომხდარიყო ყაზახეთში, რაც განხორციელებულა. ამასთან, ის ამბობს, რომ ოჯახის მოთხოვნით მიუხედავად, არასრულწლოვანი შვილები საქართველოში […]
„ვორ 333″ – „კანონიერი ქურდი” საშა სევერი თბილისში უპრობლემოდ გადაადგილდება
რუსეთის მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი საშა სევერი საქართველოში უპრობლემოდ გადაადგილდება. საპატრულო პოლიციამ თბილისში გააჩერა ავტომობილი სანომრე ნიშნებით „ვორ 333″, დიდი ალბათობით მას თავად კრიმინალური ავტორიტეტი მართავდა, თუმცა სამართალდამცველებისთვის ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი მის დასაკავებლად. უცნობია როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი კრიმინალურმა ავტორიტეტმა და რა მიზნით იმყოფება ის საქართველოში. მშრალ ხიდზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ქალიც, რომელიც […]
რატი ბრეგაძე – „სტრასბურგმა უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე“
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა […]
გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
რუსთავში 25 წლის მამაკაცმა მაღაზიიდან ყავა მოიპარა
რუსთავში ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. „ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ერთ-ერთ მაღაზიაში, 25 წლამდე მამაკაცმა ძვირადღირებული ყავა მოიპარა. ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამამ შვილი გააუპატიურა
არსებული ინფორმაციით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მამამ შვილზე იძალადა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც სექსუალურ ძალადობას ედავებიან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია, მსხვერპლი კი მერვე კლასელი გოგონაა. ადგილობრივები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
თბილისში ნათესავმა ახალგაზრდა გოგო ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა, რის […]
ეფ-ეს-ბე საქართველოს ბრალს სდებს
რუსეთის მტკიცებით, უკრაინელი სპეცსამსახურების დავალებით, დანაშაულებრივ ჯგუფებს ქვეყანში შეჰქონდათ ელექტროგამათბობლები, რომლებიც ბომბის კომპონენტებს შეიცავდნენ. ინფორმაციას რუსეთის “ფსბ” ავრცელებს. უწყება ამტკიცებს, რომ გამათბობლები ბულგარეთიდან თურქეთის და საქართველოს გავლით შედიოდა და მიზნად ყირიმში ტერაქტს ისახავდა. ბურლგარეთიდან საქონლის გამოგზავნას უკრაინის მოქალაქე მარინა მატუშაკი აორგანიზებდა, რომელიც იქ კომერციულ ფირმას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ უკრაინის მოქალაქეები დენიზ სმირნოვი და ვლადისლავ სარაფინჩანი […]








