შსს – ადგილზე გარდაიცვალა 2 პოლიციელი, რომელსაც მთვრალი მძღოლი დაეჯახა

შსს - ადგილზე გარდაიცვალა 2 პოლიციელი, რომელსაც მთვრალი მძღოლი დაეჯახაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც არაფხიზე მდგომარეობაში მართავდა მანქანას, პოლიციის ორ თანამშრომელს დაეჯახა. ორივე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა.

„წარსულში ნასამართლევი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

მძღოლი დაკავებულია, აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით – დაკავებულს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.