სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, შესაბამისად, ის ამ გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით დათანხმდა. როგორც ლომჯარიამ გლდანის #18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ აქვს, თუმცა, ის ექიმებს არ გაუსინჯავთ. „მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ […]
კატეგორია: სამართალი
გლდანის ციხეში პატიმრები სააკაშვილს ხმამაღლა აგინებენ
გლდანის ციხეში ხმაურია – როგორც მოსალოდნელი იყო პატიმრები მიხეილ სააკაშვილის იქ გადაყვანის ინფორმაციას აგრესიით, გინებითა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, რომ გლდანის ციხეში მსგავსი რამ არ მოხდებოდა და ეს ადგილი უსაფრთხო იყო, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. მთავარი
როგორია სააკაშვილის პალატა გლდანის ციხეში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და საფრთხეების გამო გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა პალატის კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მოთავსდებოდა. რუსთავი 2
ლომჯარიას წარმომადგენელი გლდანის ციხეში შედის
სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაშიი შედის. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” უთხრა. ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურულად ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, თუმცა მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად გამართული არ იყო: ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ შევამოწმეთ მეორედ და გარკვეული […]
გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს
გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს. ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები. შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ, ვერტმფრენით გადაიყვანეს. იპნ
ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო 1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას […]
ლ.შ-მ ფეისბუქში 14 პირისგან 3.930 ლარი მიითვისა
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით 1 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო […]
“14 ტყვია ესროლა” – პოლიციელი დავით მესხი პოლიციელ პაპუნა ლოლუას მკვლელობისთვის დააკავეს
პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკვებული სამართალდამცავი 32 წლის დავით მესხია. ის წინასწარი დაკავების იზოლატოში გამომძიებლებს და ბრალის წარდგენას ელოდება. მოკლული, პაპუნა ლოლუა საკუთარ სახლში უკვე გადაასცენეს. ლოლუა და მესხი სოფელ ჭალადიდში მეზობლად ცხოვრობდნენ და ხობის პოლიციაში ერთად მუშაობდნენ. მესხის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს იღებდა. ლოლუას ბიძაშვილმა კი “ტვ პირველს”უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციიდან “პათოლოგიური […]
რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს სცენა წაართვა
რუსთავში, მე-12 ციხესთან სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენის გაშლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ ინვენტარი დაშალა, შსს-ს მანქანაზე შეაწყო და წაიღო. ეს ყველაფერი კი სამართალდამცველებმა “პოლიციის კანონითა” და “ციხის უსაფრთხოებით” ახსნეს. როგორც სამხარეოს უფროს ამტკიცებს, აქციის მონაწილეებს მათ ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, მათი შერჩეული ადგილი უსაფრთხო არ იყო, ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ და “სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა”. სამხარეოს […]
თბილისსა და ქობულეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს […]










