კატეგორია: სამართალი

ლომჯარიას წარმომადგენელი გლდანის ციხეში შედის

ლომჯარიას წარმომადგენელი გლდანის ციხეში შედის

სახალხო დამცველის წარმომადგენელი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაშიი შედის. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ “ნეტგაზეთს” უთხრა. ლომჯარიას თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურულად ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, თუმცა მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა კონსილიუმის რეკომენდაციების შესაბამისად გამართული არ იყო: ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ შევამოწმეთ მეორედ და გარკვეული […]

გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, საპოლიციო ძალების მობილიზებაა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი შეიყვანეს. ამასთან, დაწესებულების ეზოში შეჰყავთ პოლიციის მანქანები. შეგახსენებთ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ცოტა ხნის წინ, ვერტმფრენით გადაიყვანეს. იპნ

ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო 1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას […]

ლ.შ-მ ფეისბუქში 14 პირისგან 3.930 ლარი მიითვისა

„ფეისბუქმა“ რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ კუთვნილი რამდენიმე ასეული გვერდი და ანგარიში გააუქმა

პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით 1 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო […]

“14 ტყვია ესროლა” – პოლიციელი დავით მესხი პოლიციელ პაპუნა ლოლუას მკვლელობისთვის დააკავეს

"14 ტყვია ესროლა" - პოლიციელი დავით მესხი პოლიციელ პაპუნა ლოლუას მკვლელობისთვის დააკავეს

პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკვებული სამართალდამცავი 32 წლის დავით მესხია. ის წინასწარი დაკავების იზოლატოში გამომძიებლებს და ბრალის წარდგენას ელოდება. მოკლული, პაპუნა ლოლუა საკუთარ სახლში უკვე გადაასცენეს. ლოლუა და მესხი სოფელ ჭალადიდში მეზობლად ცხოვრობდნენ და ხობის პოლიციაში ერთად მუშაობდნენ. მესხის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს იღებდა. ლოლუას ბიძაშვილმა კი “ტვ პირველს”უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციიდან “პათოლოგიური […]

რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს სცენა წაართვა

რუსთავის ციხესთან პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს სცენა წაართვა

რუსთავში, მე-12 ციხესთან სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენის გაშლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ ინვენტარი დაშალა, შსს-ს მანქანაზე შეაწყო და წაიღო. ეს ყველაფერი კი სამართალდამცველებმა “პოლიციის კანონითა” და “ციხის უსაფრთხოებით” ახსნეს. როგორც სამხარეოს უფროს ამტკიცებს, აქციის მონაწილეებს მათ ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, მათი შერჩეული ადგილი უსაფრთხო არ იყო, ამ შეთავაზებას არ დათანხმდნენ და “სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა”. სამხარეოს […]

თბილისსა და ქობულეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

თბილისსა და ქობულეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს […]

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით. […]

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სამოქალაქო გვარდიამ და კატალონიის პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია საქართველოს რვა და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. დაჯგუფება ბარსელონაში 40-მდე სახლის ძარცვაზეა პასუხისმგებელი. ქართველების დაკავება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრესა წერს, რომ ბარსელონაში გამოვლენილი დანაშაულებრივი ქსელის სათავეში ქართველი ძმები იდგნენ. დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, […]

სუსი – “აქციაზე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას აპირებენ, აქციებს სააკაშვილი ხელმძღვანელობს”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. „მიმდინარე […]