ხაშურში მცხოვრები შშმ პირის, მურთაზ მაჩხაშვილისა და დედამისის ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. ფორმულასთან საუბრისას მაჩხაშვილის დედა ფიზიკურ ძალადობაში საკუთარ მეზობელს დაჩი ტაბატაძეს ადანაშაულებს და ყვება, რომ მომხდარზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგადაც ოჯახის წევრებმა გენერალურ ინსპექციას მიმართეს. ამის შემდეგ მურთაზ მაჩხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა საქმე მალევე დახურეს. ამ თემაზე საუბრობს მაჩხაშვილების მეზობელიც, რომელიც ყვება, რომ დაჩი […]
კატეგორია: სამართალი
ვერაზე ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია
“რუსთავი 2-მა” ვერაზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. ის 23 წლის კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია. მკვლელობა 31 ოქტომბერს, ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა […]
“ოცნების” კოორდინატორ იზა ჩირგაძეს ვერსად პოულობენ – მისი სახლიდან შეიარაღებული პირები გამოვიდნენ
ქუთაისის N 90 საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, რომელმაც “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალებაბში ამხილა, გაუჩინარდა. იზო ჩირგაძე უკვე 48 საათია აღარავის უნახავს. მისი სახლიდან რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული პირები გამოვიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციელები არ არიან, თუმცა ვინ არიან და რა მიზნით იმყოფებოდნენ აღნიშნულ მისამართზე, მათ მედიასთან არ გაამხილეს. “ქართული ოცნების” რეგისტრატორს ეძებენ ევროპელი დამკვირვებლები, თუმცა მის კვალზე ვერავინ […]
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების მცდელობისა და სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, […]
ავჭალაში ტაქსის საბურავები მოიპარეს
თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ავტომობილის საბურავები მოიპარეს. მეპატრონეს დილით ავტომობილი საბურავების ნაცვლად, აგურებზე დახვდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები ამ ტერიტორიაზე ხშირია. “დილას გამოვედი დაახლოებით 7 საათზე და ასეთი ამბავი დამხვდა. მეზობელმა ქალმა თქვა,რომ დილის 6-ის ნახევარზე ჩაიარა და ერთ საბურავი ჰქონდა მოხსნილი, ვიფიქრე გაუფუჭდა და აკეთებსო. დანარჩენები მერე მოუხსნიათ. იყო პოლიცია და ანაბეჭდები აიღეს”, – თქვა […]
“მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აცილებას ვითხოვთ” – თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის მოსამართლის, გოგა კუპრეიშვილის აცილების მოთხოვნით მიმართა. როგორც გარდაცვლილის რძალი, ნინო გულიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულებს საქმის არსი გააცნო, მოსამართლე ბრალდების მხარის მიმართ არაეთიკურად იქცეოდა და ირონიული იყო. მისივე მტკიცებით, მოსამართლე ბრალდებულის მიმართ „პატივისცემით იყო განმსჭვალული“. […]
“ცოლს 5 საათი ცემდა, მერე ცოლისძმას და სიმამრს გაუსწორდა” – მამაკაცს 9 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის, წამების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ბრალდებულმა, საკუთარ სახლში, იმ მიზეზით, რომ, მისი აზრით, მის მეუღლეს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერის და […]
პროკურორი ყაზარაშვილი – “მერაბ კობიაშვილმა თამაზ გორთამაშვილი განზრახ მოკლა”
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ კობიაშვილმა დაიწყო. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა და ეს იყო განზრახ მკვლელობა. “ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოვახსენეთ ყველა ის გარემოება, რაც 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა გუდაურში. კერძოდ ის, რომ კონფლიქტი მერაბ კობიაშვილმა დაიწყო, ის სასტიკად გაუსწორდა ჯერ 18 […]
მერაბ კობიაშვილი – “გამამართლებელ განაჩენს ველოდები”
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს. აღნიშნულის შესახებ მერაბ კობიაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში მოიპოვება. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. მხოლოდ და მხოლოდ ამას ველოდები. მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიან […]
აშშ-ის მოქალაქე რუსთაველზე პოლიციას ცემაში ადანაშაულებს
სამართალდამცველებს ცემაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ადანაშაულებს. პაატა აბჟანდაძე პოლიციამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავა. აბჟანდაძე ირწმუნება, რომ დაკავების დროს პოლიციამ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. დაკავებული თვდაპირველად კლინიკაში მოათავსეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. უფლებდაცველის ინფორმაციით, პაატა აბჟანდაძე ის ემიგრანტია, რომელიც აშშ-დან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოში […]










