პროკურორი ყაზარაშვილი – “მერაბ კობიაშვილმა თამაზ გორთამაშვილი განზრახ მოკლა”

პროკურორი ყაზარაშვილი - "მერაბ კობიაშვილმა თამაზ გორთამაშვილი განზრახ მოკლა"გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი სწორედ კობიაშვილმა დაიწყო. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში არ მოქმედებდა და ეს იყო განზრახ მკვლელობა.

“ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოვახსენეთ ყველა ის გარემოება, რაც 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა გუდაურში. კერძოდ ის, რომ კონფლიქტი მერაბ კობიაშვილმა დაიწყო, ის სასტიკად გაუსწორდა ჯერ 18 წლის ახალგაზრდას, შემდეგ მის მიმართაც იყო ანგარიშსწორება. მერაბ კობიაშვილმა ასევე განზრახ მოკლა 28 წლის ახალგაზრდა, ერთი ახალგაზრდა ასევე სასიკვდილოდ გაიმეტა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლოში წარვადგენთ როგორც ვიდეომასალას, ასევე მოწმეს, რომელიც ფაქტის შემსწრეა, რითაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარწმუნდება რომ მერაბ კობიაშვილის მიერ არის ჩადენილი ის დანაშაულები, რაშიც ბრალი ედება. გუშინდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბევრი ისაუბრა მოგერიებაზე, ერთადერთი რაზეც ისინი უთითებენ ფეხის მიმართულებით გასროლილი ტყვიაა, თუმცა, არანაირ აუცილებელ მოგერიებას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დავარწმუნებთ იმაში, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყვნენ თამაზ გორთამაშვილი და დავით სეთურიძე”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

იპნ