კატეგორია: სამართალი

გუდაურში თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

მერაბ კობიაშვილი - "ემოციებში ვარ და ვერაფერს ვლაპარაკობ"

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. კერძოდ, ჩვენებას გარდაცვლილის მეგობრები და კონფლიქტში მონაწილე პირები მისცემენ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. […]

საგურამოსა და ჭოპორტში მიწის 13 ნაკვეთის მიტაცებისთვის 7 პირი ამხილეს

საგურამოსა და ჭოპორტში მიწის 13 ნაკვეთის მიტაცებისთვის 7 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი 13 მიწის ნაკვეთი, საერთო […]

ვერაზე ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის 23 წლის ვ.ც. დააკავეს

ვერაზე ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის 23 წლის ვ.ც. დააკავეს

შსს-მ ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე გახსნა, უწყება განცხადებას ავრცელებს. სამინისტროდ ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ვ.ც., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, […]

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაცას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან […]

“გოგონამ კარი გააღო და მამაკაცმა ყელში დანა ჩაარტყა” – ვერაზე ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალია მოკლული

"გოგონამ კარი გააღო და მამაკაცმა ყელში დანა ჩაარტყა" - ვერაზე ტაილანდელი ტრანსგენდერი ქალია მოკლული

ახალი დეტალები ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში – ახვლედიანის ქუჩაზე მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალია. “კურიერმა” ექსკლუზიურად გადაიღო შემთხვევის ადგილი – მასაჟის ცენტრი, სადაც ტაილანდის მოქალაქე მუშაობდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი. ქალი შემთხვევიდან მალევე გადაიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მალევე გამოწერეს. ის უკვე იმყოფება ტაილანდური მასაჟის ცენტრში, თუმცა მას უჭირს გაიხსენოს რა მოხდა გუშინ […]

თბილისში, ვერაზე ქალი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი პირი

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ირკვევა, რომ შემზარავი ფაქტი მასაჟის ცენტრ – Lotus thai massage-ში  მოხდა. მოკლულსა და დაჭრილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

კახეთში პოლიციელები ცემეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

კახეთში პოლიციელები ცემეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომელსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა მხარეები მოწოდებას არ დაემორჩილნენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ სამართალდამცველებს […]

 ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

 ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ადგილზე ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

სუსმა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაზე გამოძიება დაიწყო

სუსმა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. “გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ […]

“სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა სტრასბურის სასამართლოს 24 საათში შეუძლია გადაწყვიტოს” – ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია - "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე გახდება და ეს ძალიან საშიშია"

ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, უფლებებზე საუბრობს. – ანა დოლიძე ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ 39-ე მუხლის, დროებითი ღონისძიების ამოქმედების მოთხოვნით. რამდენად გადაუდებლად განიხილავს ევროპული სასამართლო ამ საკითხს? – სასამართლო წესების 39-ე წესი სწორედ გადაუდებელ შემთხვევებს ეხება. როდესაც პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის […]