ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში ქალმა ქალი დაჭრაფოთში, ნაბადის უბანში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

დაზარალებული მარკეტ “იოლის” თანამშრომელია. მას ზურგის არეში ჭრილობები შუშის ბოთლით აქვს მიყენებული.

სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე ქალია. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე დააკავა.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი