მკვლელობა მოხდა ბათუმში. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მოკლა, რომელმაც, ასევე დაჭრა მოკლულის ძმაც. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მას ძმებთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. რუსთავი 2
კატეგორია: სამართალი
“ბრალდებულებმა დაარღვიეს როგორც მზიდი, ისე არამზიდი კონსტრუქცია” – პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, #13-შიმოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა. პროკურატურამ სამივე დაკავებულს, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე სახლის მეპატრონეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა […]
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]
პროკურორი – “ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა 15 მანქანა გამოიცვალეს”
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა გიორგი კავილაძემ და აკო ჭელიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორი აღნიშნულით დაცვის მხარეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს. “დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ […]
ბათუმში ჩამონგრეული შენობის პირველი სართულის ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, 12 ოქტომბერს მას და სავარაუდოდ, მის ოჯახის წევრებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. ჩარკვიანის თქმითვე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეს კვალიფიკაციაც მიენიჭა და გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 116-ე მუხლით […]
„მაღაზიაში გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, ამოღებულია პასპორტები, დანები – შსს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-სი ბრიფინგი ჩატარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულამდე ერთი თვით ადრე თურქეთში იმყოფებოდნენ. სწორედ იქ დაიგეგმა “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას ვაჟის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება. პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდის ლიკვიდაციის გეგმა თურქეთიდან დაბრუნებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ სისრულეში 15 სექტემბერს მოიყვანეს. იმას, რომ გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში გადავიდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძეც ადასტურებს. “კურიერის” მიერ […]
გია კვარაცხელია – “დღეს ყველა ნიკოს მამად მიცნობს”
კითხვაზე – გამორიცხავს, თუ რა გია კვარაცხელია მისი შვილის მკვლელობის საქმეში ძმები კაკულიების მონაწილეობას, ადვოკატი პასუხობს: “გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს”. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების ნიადაგზე, 20 წლის წინ მოკლული “კანონიერი ქურდის”, დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს. რუსთავი 2-ის ცნობით, კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი ესაუბრა მოკლულის მამას, ასევე “კანონიერ […]
გიორგი თაბაგარი – “პოლიციელის შეგინებისთვის პროკურატურა ჩემ პატიმრობას ითხოვს”
“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. “დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ […]










