გია კვარაცხელია – “დღეს ყველა ნიკოს მამად მიცნობს”

გია კვარაცხელია - "დღეს ყველა ნიკოს მამად მიცნობს"კითხვაზე – გამორიცხავს, თუ რა გია კვარაცხელია მისი შვილის მკვლელობის საქმეში ძმები კაკულიების მონაწილეობას, ადვოკატი პასუხობს: “გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს”.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების ნიადაგზე, 20 წლის წინ მოკლული “კანონიერი ქურდის”, დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს.
რუსთავი 2-ის ცნობით, კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი  ესაუბრა მოკლულის მამას, ასევე “კანონიერ ქურდს”, გია კვარაცხელიას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

“ის ვერ აკავშირებს მომხდარს ვერავისთან. გამორიცხული არაფერია, თუმცა ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს. ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს საუბარი. განსაკუთრებული მამა-შვილობა ჰქონდათ. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ მითხრა: ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა დაგეგმილი პრეზენტაცია თარჯიმნის გარეშე მომესმინაო. სახელიც კი წამართვა, ახლა ყველა ნიკოს მამად მიცნობსო,” – ციტირებს გია კვარაცხელიას სიტყვებს ოჯახის ადვოკატი.
დღეს  პოლიციამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კაველიძე წყნეთში დააკავა.

დღესვე ისინი გლდანის ციხეში გადაიყვანეს.