თაღლითობა მღვდლის სახელით – მამა იოანე ცუხიშვილს ფეისბუქი გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს. თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირის სულიერ შვილებს თაღლითებმა მისწერეს, რომ ფული სჭირდებოდათ და მოქალაქეებს თანხა ყალბ ანგარიშზე გადაარიცხინეს. ჯამში მღვდლის სახელით თაღლითებმა 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს. მამა იოანეს ფეისბუქიდან შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე მოქალაქემ მიიღო. მღვდელი სიულიერ შვილებს საბანკო ბარათის მონაცემებს სთხოვდა. […]
კატეგორია: სამართალი
ლიზა იასკო – “ვამაყობ სააკაშვილით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს”
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა. როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია აღძრული. – ვფიქრობ, საქართველო ბედნიერი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის. საკუთარი ხალხის სიყვარულისთვის ის ყველაფერზეა წამსვლელი. ვამაყობ ადამიანით, რომელსაც თავისი ქვეყანა ასე უყვარს. ეს დიდი […]
ადვოკატი ბასილაია _ “პროკურატურამ ციხეს მოსთხოვა, რომ სააკაშვილს დარეკვის უფლება არ ჰქონდეს”
დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესების გამართვაზე უარს ამბობს. “შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა, გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, პროცესის ჩანიშვნა მოვითხოვეთ, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და […]
ინტერნეტში სააკაშვილის ბინაში დაკავების კადრები გავრცელდა – ვიდეო
ინტერნეტში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალა ვრცელდება. კადრები სავარაუდოდ თბილისში, სანზონაში, იმ სახლშია გადაღებული, სადაც მესამე პრეზიდენტი აიყვანეს. ვიდეოში ჩანს, როგორ უკეთებენ ყოფილ პრეზიდენტს ხელბორკილს, ისმის საუბარიც. ვიდეო, სავარაუდოდ, პოლიციელების მიერაა გადაღებული. მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ დაკავების დროს მასთან უხეშ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ყველა პოლიციელმა ვინც დასაკავებლად მისული იყო მასთან […]
სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ წოწორიებს პატიმრობა მიესაჯათ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]
აფეთქება რუსთავის მეტალურგიულში – 60 წლის მამაკაცი დაიღუპა
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯართში გაურკვეველი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. ჯართის გადამუშავების დროს კი აფეთქება მოხდა და მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღევავს გულისხმობს.
რუსთავში საშაურმეში შეჭრისთვის 4 მამაკაცი დააკავეს
რუსთავის პოლიციამ საშაურმეში შეჭრის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საქმე ეხება მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტს, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ჯგუფურად კომერციული ობექტების თანამშრომლებს სცემეს. მომხდარზე დაკავებულია 4 ახალგაზრდა კაცი, რომელთაგან სამს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ძალადობა და მასში მონაწილეობა), ერთს კი 225-ე და 178-ე (ძარცვა) მუხლებით აქვთ წარდგენილი. 1 ოქტომბერს რამდენიმე პირმა მესხიშვილის […]
იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით,დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, იმერეთსა და ქვემო ქართლში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 […]
“ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შეიძლება მოკლან”
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას ავრცელებს. როგორც კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების […]
სააკაშვილი – “ჩემი შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე”
მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად ციხის გისოსებს მიღმაც, არ ვწყვეტ შიმშილობას საბოლოო გათავისუფლებამდე – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის ახალ გზავნილი გამოაქვეყნა, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, გააცნო. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე და შიმშილობას არ შეწყვეტს. მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის […]










