მამა იოანე ცუხიშვილს ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით 65.000 მიითვისეს

მამა იოანე ცუხიშვილს ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით 65.000 მიითვისესთაღლითობა მღვდლის სახელით – მამა იოანე ცუხიშვილს ფეისბუქი გაუტეხეს და მრევლს ფული გამოსძალეს. თაბორის მამათა მონასტრის სასულიერო პირის სულიერ შვილებს თაღლითებმა მისწერეს, რომ ფული სჭირდებოდათ და მოქალაქეებს თანხა ყალბ ანგარიშზე გადაარიცხინეს.

ჯამში მღვდლის სახელით თაღლითებმა 65 ათას ლარზე მეტი მიითვისეს.

მამა იოანეს ფეისბუქიდან შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე მოქალაქემ მიიღო. მღვდელი სიულიერ შვილებს საბანკო ბარათის მონაცემებს სთხოვდა. მოქალაქეებმა პირადი საბანკო მონაცემები სოციალურ ქსელში გააგზავნეს, რის შემდეგაც  მრევლის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო.

ჯამში 65 ათასი ლარი მღვდლის სულიერი შვილების ანგარიშებიდან ონლაინკაზინოს ანგარიშზე გადაიტანეს. არიან  ასევე, დაზარებულები, რომელთა პირადი მონაცემებით ჰაკერმა ბანკშ სოლიდური თანხა ისესხა.

– ადვილად გატეხეს, მაგრამ დღემდე არ არის დაბლოკილი ჩემი გვერდი. არ არსებობს მექანიზმი ქვეყანაში, რომ დაცული იქნეს ჩემი, ან ჩვენი საზოგადოების უფლებები ამ კონტექსტში. ისევე, როგორც ბანკის კონტექსტში არ არის დაცული, – ამბობს სასულიერო პირი.
ის, რომ მისი სახელით თაღლითებმა ისარგებლეს და მრევლს თანხები გამოსძალეს, მამა იოანემ გვიან აღმოაჩინა.  გომელაურის უწყებამ  დამნაშავის კვალზე გასვლა და სასულიერო პირის პირადი მონაცემების დაცვა ჯერჯერობით ვერ შეძლო. აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე დღეა იძიებს, თუმცა უშედეგოდ.

ტვ პირველი