არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის” წევრის, აკაკი საღინაძის ინფორმაციით, ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს. მისი თქმით, ოფისიდან აშშ-ის დროშა მოიპარეს, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები კი დააზიანეს. “არჩევნების შემდეგ დარბეული ქუთაისის “სირცხვილიას” ოფისი. მოპარულია ამერიკის დროშა, მოტეხილი ევროკავშირის დროშა და ჩამოგდებული საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა”, – წერს აკაკი საღინაძე. მთავარი
კატეგორია: სამართალი
აფეთქება სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება – რა მოხდა კაბალში
“ტვ პირველმა” ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც ემზარ მამედოვის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდო და სახლი ავტომატით დაცხრილა. “პირველების” კორესპოდენტმა სახლის ფასადსა და ფანჯრებზე ათზე მეტი ნატყვიარი დათვალა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, გამნაღმველებმა მამედოვის სახლიდან სავარაუდოდ, ფ1 ტიპის ხელყუმბარა გამოიტანეს, რომელიც გამთენიისას არ […]
“დილის 4 საათზე მოვიდნენ, ფინანსური პოლიციიდან ვართო” – როგორ დააკავეს მამა-შვილი წოწორიები
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებული მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიების ოჯახში პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებენ. ვერიკო წოწორია ქმარ-შვილის დაკავების დეტალებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირთან, ელგუჯა ცომაიასთან, ნათესაური კავშირი აქვთ. ზურაბ წოწორიას მეუღლე ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან […]
“63 წლის კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცოლი დაკრძალა, გლდანში გაამწესეს” – ელგუჯა ცომაიას პატიმრობა შეეფარდა
ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ელგუჯა ცომაიას გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდება უსამართლოა. უფლებადამცველების თქმით, პროკურატურის ამგვარი ლოგიკით, ყველა პირი უნდა დააკავონ, ვისაც მიხეილ […]
“იცოდნენ, რომ სააკაშვილი იძებნებოდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს სამეგრელოში” – მამა-შვილ წოწორიებს ბრალდება წაუყენეს
პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ ორ პირს – შალვა და ზურაბ წოწორიებს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. “გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის […]
სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. ვეფხვაძის ინფორმაციით, დაკავებულების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. “დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, […]
კაბალში იმზარ მამედოვს ხელყუმბარა აუფეთქეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. იმზარ მამედოვის აფეთქების მცდელობა ბიზნესწილების ირგვლივ არსებულ დავას უკავშირდება. საუბარია 14 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომლის შეძენით ორი ადგილობრივი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, მიწას იმზარ მამედოვის შუამავლობით ერთ-ერთი ბიზნესმენი […]
ელგუჯა ცომაიას ბინიდან, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობდა, 36.000 დოლარი ამოიღეს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ცომაია არის პირი, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიას მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით წარედგინა ბრალი. “ტვ პირველმა” მოიპოვა ცომაიას ბრალის დადგენილება, სადაც გაწერილია, რას ედავება გამოძიება მას და რა […]
ბინის მეპატრონე ე.ც-ს, რომელშიც თბილისში სააკაშვილი ცხოვრობდა, ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონეს წაუყენა ბრალი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების […]
“მე-4 სართულიდან წაიყვანეს, იქაურობა შკოდებით იყო სავსე” – სააკაშვილი ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ღრმაღელესთან, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მისი დაკავება ერთ – ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მამუკა გუგეშაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, იმ ბინიდან აიყვანეს, რომლის პირველ სართულზეც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ერთ-ერთ შტაბი მდებარეობს. „სამართალდამცველები, დაახლოებით 4-5 ის ნახევარი იყო, როდესაც დაიწყეს მისამართის კითხვა. კორპუსს ეძებდნენ, შტაბი გვაქვს და […]










