აფეთქება სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება – რა მოხდა კაბალში

აფეთქება სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება - რა მოხდა კაბალში“ტვ პირველმა” ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, მომხდარი ანგარიშსწორების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა შეძლო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც ემზარ მამედოვის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდო და სახლი ავტომატით დაცხრილა.

“პირველების” კორესპოდენტმა სახლის ფასადსა და ფანჯრებზე ათზე მეტი ნატყვიარი დათვალა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, გამნაღმველებმა მამედოვის სახლიდან სავარაუდოდ, ფ1 ტიპის ხელყუმბარა გამოიტანეს, რომელიც გამთენიისას არ აფეთქდა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, სადავო მიწის ნაკვეთს უკავშირდება. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ემზარ მამედოვის მეგობარმა, ძმები საბირ და ამილ ნიაზოვებისგან მიწის ნაკვეთი შეიძინა და მამედოვის სახელზე გააფორმა, რამაც ნიაზოვების წყენა გამოიწვია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დღეს მომხდარ ინცინდენტამდე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ნიაზოვების საცხოვრებელ სახლშიც შეაგდეს ხელყუმბარა. არ არის გამორიცხაული, რომ გამთენიისას მომხდარი ამ შემთხვევის გაგრძელებაა.

ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა ლაგოდეხში გამთენიისას მოხდა.ადგილობრივი ბიზნესმენის საცხივრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს, ერთ-ერთი ამოქმედდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომანქანა.