კაბალში იმზარ მამედოვს ხელყუმბარა აუფეთქეს

კაბალში იმზარ მამედოვს ხელყუმბარა აუფეთქესლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

იმზარ მამედოვის აფეთქების მცდელობა ბიზნესწილების ირგვლივ არსებულ დავას უკავშირდება.

საუბარია 14 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომლის შეძენით ორი ადგილობრივი ბიზნესმენი იყო დაინტერესებული. საბოლოოდ, მიწას იმზარ მამედოვის შუამავლობით ერთ-ერთი ბიზნესმენი დაეუფლა, რამაც სავარაუდოდ მეორე ბიზნესმენის განაწყენება გამოიწვია.

სოფელში ამბობენ, რომ მამედოვის ეზოში ხელყუმბარა, სწორედ განაწყენებული ბიზნესმენის გარემოცვამ შეაგდო.