შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის […]
კატეგორია: სამართალი
ლომჯარია – “სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა”
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.ამასთან, როგორც ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მის წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ. „როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, […]
როგორ დააკავეს სააკაშვილი – ვიდეო
ცემა-ტყეპა რუსთავში – საშაურმეში ფულის წასაღებად რამდენიმე პირი შეიჭრა
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ინცინდენტი მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რამდენიმე პირმა მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში შეჭრა და თანხის წაღება სცადა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ახალგაზრდები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ისინი საშაურმეში და იქვე მდებარე ობიექტებში დასაქმებულ პირებს ფიზიკურად გასუწორდნენ. ნაცემი […]
“19 სექტემბრიდან მისი კვალი გაქრა” – კახეთში ლევან ბეჟაშვილს ეძებენ
დედოფლისწყაროში მცხოვრებ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს მეთერთმეტე დღეა ეძებენ. ის ბოლოს 19 სექტემბერს, თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც არავინ უნახავს. ბეჟაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილმა რამდენიმე დღით ადრე ტელეფონი დაკარგა და ოჯახს სხვების დახმარებით ეკონტაქტებოდა. ბოლოს მან დედას დაურეკა და აცნობა, რომ სოფელ ჩალაუბანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნებას უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა. “17 […]
თავდაცვის სამინისტრო – “ფორმულაში კეზერაშვილის წილის დაყადაღება არც კი გვიფიქრია”
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილთან და ტელეკომპანია „ფორმულასთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელევიზიის წილის დაყადაღება მოეთხოვა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს. „თავდაცვის უწყება საგანგებო […]
სუსი – “ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ ჟურნალისტს მკვლელობა ემუქრება”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ეს კომენტარი მედიასთან უწყების წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ საფრთხე რეალურია და ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაციები მისცეს. “გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და […]
ზუკა გუმბარიძე – “ოცნებას” ფორმულაში კეზერაშვილის წილი აინტერესებს”
ფორმულას გენერალური დირექტორი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პროცესების სამიზნე ტელეკომპანიაა. ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა, საქმიანობაში შეუშალოს ხელი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ფორმულას დამფინანსებლის წინააღმდეგ საქმის წარმოებაც. ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნაბიჯი დავით კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იყოს, რადგან ხელისუფლების ინტერესი ფორმულაში კეზერაშვილის წილია. „დღევანდელი გადაწყვეტილება […]
ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში ამ წუთებში მივიდა. “მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ […]
რეგულირების სააგენტომ თბილისის 40 ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში არსებული, ფარმაცევტული საწარმოები შეამოწმა და 40 მოქმედი საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 33-ივე საწარმოში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, 22 შემთხვევაში კი ფარმაცევტული პროდუქტი წარმოების წესის დარღვევით იყო ნაწარმოები. „შემოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიცაა სანებართვო პირობების დარღვევა, წარმოების წესის დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთი […]










