ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში ამ წუთებში მივიდა.

“მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ მიბარებენ და რაღაცეებს მეკითხებიან, ეს ხუმრობით, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნახევრად ხუმრობით”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
უფრო ზუსტი ინფორმაცია, რატომ დაიბარა სუს-მა დღეს ნიკა გვარამია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, უწყებას დატოვებს.

ნიკა გვარამიაზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელებაზე გამოძიება სუს-მა 6 აგვისტოს დაიწყო.

მთავარი