სუსი – “ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ ჟურნალისტს მკვლელობა ემუქრება”

სუსი - "ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ ჟურნალისტს მკვლელობა ემუქრება"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ეს კომენტარი მედიასთან უწყების წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთა.

მან თქვა, რომ საფრთხე რეალურია და ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაციები მისცეს.

“გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენს მიერ მიეცა რეკომენდაციები უსართხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, და მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც”, – თქვა სუს-ის წარმომადგენელმა.
უწყების წარმომადგენელს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იყოს სხვა სამიზნე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სუს-ში დღეს, 30 სექტემბერს დაიბარეს – საქმე მასზე დაგეგმილ შესაძლო ტერორისტულ აქტს ეხება. უწყების დატოვების შემდეგ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს და კონკრეტული ახალი ინფორმაცია მიაწოდეს.

მთავარი