30 აგვისტოს ზესტაფონში 32 წლის ირაკლი ღიბრაძე მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ. წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300.000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100.000-ის გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს. ახალგაზრდა […]
კატეგორია: სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. „2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში – https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების […]
პოლიციამ დიდძალი იარაღი ამოიღო და 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ. მათ […]
“ლაშა ბექაურის ნათესავმა და კიდევ 4-მა პირმა იძალადა ჩემზე” – რა მოხდა გორში
გორში საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირმა ამბარდნიშვილს თავს დაესხნენ. ქალი ყვება, რომ მას 5 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ესროლეს სხვადასხვა ნივთები, მინის ნატეხი და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დეპუტატი ამბობს, რომ 5 თავდამსხმელიდან 3 წარსულში მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მოძალადეებიდან ერთი მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ნათესავია, გარდა ამისა, მას ნათესაური კავშირის შსს-ს მაღალჩინოსანთანაც აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, […]
“კალანდიას ვახანიასთვის ფულის გამორთმევა უნდოდა, ჩემი ძმა შენ გამო მოკვდაო” – ახალი დეტალები
განმუხურში ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის საქმეზე “ამბებმა” ახალი დეტალები გაარკვია. მკველელობაში ეჭვმიტანილი ზუგდიდის მკვიდრი კახა კალანდიაა. ვლადიმერ ვახანიას ახლობელი: “ვოვა განმუხურში სასტუმროების კომპლექსს აშენებდა და მკვლელობაც იქ მოხდა. მას დანით რამდენიმე ჭრილობა კახა კალანდიამ მიაყენა. მკვლელობის დროს ადგილზე ვახანია, მისი ერთ-ერთი ნათესავი და მძღოლი ყოფილან. მკვლელი და ვახანია ერთმანეთს დიდი ხანია იცნობდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ვახანია […]
განმუხურში ვლადიმერ ვახანიას მკვლელობისთვის კახაბერ კალანდიაა დაკავებული
განმუხურში ბიზნესმენის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული, “კურიერის” ინფორმაციით, კახაბერ კალანდიაა. გამოძიების ცნობით, მან წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე მოკლა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
რუსთავში 60 წლის მამაკაცმა პოლიციელებს აგინა
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ხმაური იყო. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მდგმურებმა ქირის გადახდა ვერ მოახერხეს და მეპატრონის მოთხოვნით ბინის დაცლას ცდილობდნენ, როდესაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ბინის მეპატრონემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავების გამოჩენამ ერთ-ერთი მდგმურის, 60 წლამდე მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის […]
ქრთამის აღებისთვის 1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4.630 მ2 მიწის ნაკვეთზე, იჯარა/პრივატიზებასთან დაკავშირებული დადებითი პასუხის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა […]
ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის მთავარი მოწმე კახა ბასილიაა – პოლიციამ კ.კ. დააკავა
შსს-მ, განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული კ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის […]
ლეიბორისტი მამუკა ჯუღელი პოლიციამ დააკავა
ლეიბორისტული პარტიის წევრი და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი მამუკა ჯუღელი პოლიციამ დააკავა. ჯუღელი დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ მამუკა ჯუღელის დაკავება მოჰყვა თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერისგან მოითხოვდნენ გეგმას, თუ როდის აღდგებოდა საჯარო ტრანსპორტი ქალაქში. “მერიაში მივედით, რათა ქალაქის […]









