“მთავარი არხის” ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელი 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია, რომელიც თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა. “პირველების” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ოფიციალურად დგინდება, რომ რაფაელ მურსაკულოვი ,,ქართული ოცნების” წევრია. უფრო კონკრეტულად, მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად, 2021 წლის 23 აგვისტოს დანიშნეს – ანუ სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში. “ტვ პირველმა” ასევე მოიპოვა ფოტომტკიცებულებაც, […]
კატეგორია: სამართალი
“ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმარი შეიძლება ციხიდან გამოუშვან”
12 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფელ ნახიდურში მამედოვების ოჯახში მომხდარი კონფლიქტი 40 წლის ქალის გარდაცვალებით დასრულდა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობა გახდა. ბრალდებული მალევე დააკავეს, თუმცა ახლა ექსპერტიზამ დაასკვნა რომ სიკვდილი გულის უკმარისობით დადგა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ სავარაუდო მკვლელს ხელისუფლება მფარველობს, რადგან ის “ოცნების” ადგილობრივი აქტივისტი იყო. “მთავარმა” მოიპოვა საქმის მასალები, რომლითაც ირკვევა […]
ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე, 31 წლის რ.მ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყებაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის […]
ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო იწყება – ბრალდებულია პოლიციის მაღალჩინოსანი ვანო ზანდარაშვილი
თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. პროცესი ყოველდღიურად თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება და საქმეზე ნაფიც მსაჯულები იმსჯელებენ. მტკიცებულებების გამოკვლევამდე და მოწმეთა დაკითხვამდე კი ტექნიკური საკითხები განიხილეს. ბრალდებული პოლიციელის, ვანო ზანდარაშვილის უფლებადამცველის თქმით, საქმის არსებითი განხილვისას გამოსაკითხია ათეულობით მოწმე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხრიდან. ოფიციალური ბრალის მიხედვით, გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ […]
სიმთვრალეში მანქანი ტარება 1.500 ლარი დაგიჯდებათ
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქე 1.500, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების შემთხვევაში კი 2.000 ლარით დაჯრიმდება. დანაშაულის განმეორება, კანონით 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასა და მართვის მოწმობის უფლების ერთი წლით ჩამორთმევას ითვალისწინებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წელი მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი. დაცვის მხარე საქმე ორ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი დღეს გაიმართა და მას თავად დავით კეზერაშვილი არ დასწრებია. მთავარი
“80 წლის ამირან პაპუაშვილს იარაღის ყიდვა უნდოდა” – რისი ეშინოდა რუსთავში მოკლულ მოხუცს
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება რუსთავში 80 წლის ამირან პაპუაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები. მოკლულის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გასაჯაროებისგან თავის შეკავება ითხოვა, ყვება, რომ ამირან პაპუაშვილი მეზობლების მხრიდან ხშირად განიცდიდა შევიწროებას. რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მეზობელს, ეს ახალგაზრდა ქალი მოხუცს სისტემატურად ძალავდა ფულს, რასაც თან ახლდა მუქარა. მოხუცს შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ, რის გამოც იარაღის […]
“კარფურის ლინკი არ გახსნათ!” – თაღლითური სქემა ფეისბუქში
დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება – ფეისბუკის მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში გზავნილს იღებენ, რომელიც მაღაზია კარფურის სახელით ვრცელდება. ფეიკ-ლინკზე გადასვლის და კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია, თითქოს 64-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს. სქემა რეალურად თაღლითურია. კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. “შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს კარფურის სახელით. გაცნობებთ, რომ […]
მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში – შსს-მ 21 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკორეალიზატორები დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. პოლიციის მიერ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 18 ნარკორეალიზატორია დაკავებული, კერძოდ: – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ: 1996 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ., […]
პატიმარმა ტარიელ დვალმა გლდანის ციხეში თავის მოკვლა სცადა
გლდანის ციხეში, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში დადანაშაულებულმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. ტარიელ დვალმა ადვოკატის თანდასწრებით ბასრი საგანი, სავარაუდოდ კალამი, მუცელში რამდენჯერმე ჩაირტყა. ინცინდენტი რამდენიმე საათის წინ, დღის 12:00 საათზე, მოხდა. როგორც “პირველებს” დაკავებულის ადვოკატმა უთხრა, პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმარმა “სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების” შემდეგ მიმართა. ადვოკატის თქმით, ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დვალმა გაიგო, რომ უზენაესმა სასამართლოს […]










