ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს […]
კატეგორია: სამართალი
საბურთალოზე ბიძამ დისშვილი დაჭრა
ცოტა ხნის წინ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ოჯახური კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც ბიძამ საკუთარი დისშვილი, 17-18 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ეზოში ყვირილით გამოვარდა და შველას ითხოვდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოს ბრიგადაც. ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 11 პრიმა 104-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]
პანკისში დაკავებულები კორპუსის საქართველოში აფეთქებას აპირებდნენ? – პროკურორის განმარტება
პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, სად აპირებდნენ კორპუსის აფეთქებას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული პირები, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ისინი კორპუსის აფეთქებას საქართველოში აპირებდნენ. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულების პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ განმარტა, მოსამართლემ დააკმაყოფილა […]
ოთარ ნაცვლიშვილი გათხოვილი ქალისთვის მესიჯის გაგზავნისთვის თავში დაჭრეს
საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში ახალგაზრდა კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. სოფელ ბადიაურში ორ მამაკაცს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალის ქმარი იმ შეტყობინების შინაარსს გაეცნო, რომელიც დაჭრილმა ქალს გაუგზავნა. “პირველებს” ადგილზე უყვებიან, რომ ოთარ ნაცვლიშვილს იარაღიდან ახალგაზრდა ქალის მაზლმა ესროლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. […]
“ფული არ მისცა და ამიტომ ბლაგვი საგნით თავი გაუხეთქა” – რუსთავში 24 წლის ქალი 80 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 24 წლის ქალი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]
“გოგონებს გვაგინეს, გვაფურთხეს, წიხლები გვირტყეს” – ნიკორაში 3-მა მამაკაცმა 3 ქალი ცემა
სუპერმარკეტ ნიკორაში ახალგაზრდა ქალები სცემეს. დაზარალებულები “პირველებთან” ამბობენ, რომ მათ რიგში დგომისას სამი შუახნის მამაკაცი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუსპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, 24 აგვისტოს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ფილიაში მოხდა. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. უკვე დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებმაც ცემის შედეგად სახეზე დაზიანებები მიიღეს. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც. – რიგში მდგომმა მამაკაცმა […]
ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს მოსამართლემ 6-6 თვე მიუსაჯა და დღესვე გარეთ გაუშვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით […]
ჩხოროწყუში ამირან მორგოშიას მკვლელობისა და მისი ძმის დაჭრისთვის 29 წლის რ.კ.დააკავეს
ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 […]
რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს
რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცი მოკლეს. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის კაცია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. როგორც საინფორმაციო სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. გარეჯის ქუჩაზე მუშაობს “ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი და […]
სუსი – “პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და სირიაში წასვლას აპირებდა”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, დაკავებული პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდნენ და სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, […]










