კატეგორია: სამართალი

უაქციზო სიგარეტი გორში იყიდეს და გასაყიდად აჭარაში წაიღეს – 2 პირი დააკავეს

უაქციზო სიგარეტი გორში იყიდეს და გასაყიდად აჭარაში წაიღეს - 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ქ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი […]

სპეცოპერაცია პანკისში – სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

სპეცოპერაცია პანკისში - სუსმა მაგამედ მაჩალიკაშვილი, იუსუფ თათიაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პანკისში დაკავებულთა შორის მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი არიან. “მაგამედ მაჩალიკაშვილი და იუსუფ თათიაშვილი. მხოლოდ […]

“ცოტნე მომიკლა 2 შვილის მამამ, რომელსაც მონანიება დღემდე არ უგრძვნია” – ეკა ჯიქური

"ცოტნე მომიკლა 2 შვილის მამამ, რომელსაც მონანიება დღემდე არ უგრძვნია" - ეკა ჯიქური

სოფელ ფოლადაანთკარში არასრულწლოვან ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად დაადგინეს. მოსამართლემ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ვერდიქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული არასრულწლოვნის დედა, ეკა ჯიქური. “რვა თვე გავიდა იმ საშინელი დღიდან…. ცოტნე მომიკლეს… მომიკლეს განზრახ… შვილი მომიკლა ორი შვილის მამამ, რომელსაც არც მონანიება […]

“ქმარი გაშორდა, ყვიროდა, კორონავირუსი არ არსებობსო” – საბურთალოზე ქალი მაღალი სართულიდან ხტებოდა

"ქმარი გაშორდა, ყვიროდა, კორონავირუსი არ არსებობსო" - საბურთალოზე ქალი მაღალი სართულიდან ხტებოდა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 22 აგვისტოს სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, საპატრულო პოლიციამ გადაარჩინა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია მიზეზი, რატომ ხტებოდა 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან. მეზობლების თქმით, ქალბატონს ფსიქიური პრობლემები აქვს და ამ მიზეზით ცოტა ხნის წინ მეუღლე დაშორდა. ამ ყოველივემ კი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა […]

ბორჯომში 41 წლის ა.ნ. სტუმრის მკვლელობისთვის დააკავეს

ბორჯომში 41 წლის ა.ნ. სტუმრის მკვლელობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ა.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ბორჯომში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სტუმრად მყოფ ნაცნობს – 1965 წელს დაბადებული რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც […]

“მომწამლა, გამაუპატიურა და 200 ევრო მომპარა” – ვის უჩივის 21 წლის დანიელი ტურისტი გოგონა

"მომწამლა, გამაუპატიურა და 200 ევრო მომპარა" - ვის უჩივის 21 წლის დანიელი ტურისტი გოგონა

21 წლის დანიის მოქალაქე აცხადებს, რომ სექსუალურ ძალადობამდე ის მოწამლეს. დაზარალებული „პირველებთან“ ყვება, რომ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ბარში იმყოფებოდა, როდესაც უცხო მამაკაცი გაეცნო. ქალი ამბობს, რომ იმ დროს სასმელს სვამდა, შემდეგ კი არაფერი ახსოვს. დანიის მოქალაქე ასევე პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს. – 21 რიცხვში ბარში ვიყავი, დავლიე, ამ დროს ერთ-ერთი მამაკაცი გამეცნო, გამომელაპარაკა და სმა გავაგრძელე. […]

რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის მკვლელობისთვის ვანო ზანდარაშვილს 12 წელი მიესაჯა

"ცოტნე აღდგომელაძეს ჩხუბში მონაწილე პირმა მანქანა დააჯახა და მოკლა" - რა მოხდა რუსთავში

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული, ვანო ზანდარაშვილი ერთხმად ცნო დამნაშავედ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვანო ზანდარაშვილს და იაგო ჯიქურს […]

პირველი სკოლა დირექტორ გიორგი შავლაძეს აუჯანყდა – “სკოლის დამლაგებელი ცემა”

პირველი სკოლა დირექტორ გიორგი შავლაძეს აუჯანყდა - "სკოლის დამლაგებელი ცემა"

თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები დაწესებულების დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფასა და თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ. სასწავლო დაწესებულების „ფეისბუქ“  გვერდზე 70-მდე პედაგოგი განათლების სამინისტროს საგანგებო განცხადებით მიმართავს და სკოლის დირექტორის, გიორგი შავლაძის საქმიანობით დაინტერებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში მასწავლებლები წერენ, რომ შავლაძე მათ ემუქრება და ფარულ თვალთვალსაც კი აწარმოებს. მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც, როდესაც გიორგი შავლაძემ სკოლის დამლაგებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. […]

რაჭაში 22 წლის ბიჭი ვალის გამო დაჭრეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

რაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ, 21 აგვისტოს, ამბროლაურში მოხდა. დაჭრილი მამაკაცი მევალეა, თავდამსხმელებს კი მისი ვალი აქვთ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, დაჭრაში ბრალდებულის დაკავების მიზნით კი საგამოძიებო […]

შრომის ინსპექციამ სანსეტ ბათუმი დახურა

შრომის ინსპექციამ სანსეტ ბათუმი დახურა

შრომის ინსპექციის სამსახურმა წუხელ, “სანსეტ ბათუმი” დალუქა. უწყების ცნობით, ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა. შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ […]