კატეგორია: სამართალი

ვიქტორია სექიურითის თანამშრომელმა 43 წლის ზ.თ. ცემა

ვიქტორია სექიურითის თანამშრომელმა 43 წლის ზ.თ. ცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელმა – თ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, […]

გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება

გიორგი მენაბდე პატიმრობაში რჩება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული. პროცესზე პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, დაცვის […]

მთაწმინდაზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

თბილისში, მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

სასწრაფო არ მოვიდა და დაჭრილი მეზობელმა წაიყვანა – ბოლნისში მკვლელობის ახალი დეტალები

სასწრაფო არ მოვიდა და დაჭრილი მეზობელმა წაიყვანა - ბოლნისში მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გუშინ ღამე ქუჩური გარჩევის დროს 38 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა. როგორც ადგილობრივები ტვ პირველთან ყვებიან, 112 გამოიძახეს, მაგრამ სასწრაფო არ მოვიდა, რის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა დაჭრილი  თავად გადაიყვანა  საავადმყოფოში. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც გაირკვა სისხლიანი გარჩევა ბოლნისში მიტოვებულ სახლში მოხდა. ჩხუბში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივებმა 5-ზე […]

“მემუქრებოდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო” – რუსთავში ხანჯლიანი მამაკაცი გამვლელებს დაერია

"მემუქრებოდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო" - რუსთავში ხანჯლიანი მამაკაცი გამვლელებს დაერია

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ხანჯლით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა. კაცი განსაკუთრებით აგრესიული ქუჩაში გაჩერებული ტაქსის მძღოლის მიმართ აღმოჩნდა, რომელსაც ყელის გამოჭრით ემუქრებდა. “მოვიდა და დანას მიტრიალებდა, ყელს გამოგჭრი და მოგკლავო”, – უყვება მამაკაცი “ინფო რუსთავს”. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა. “მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება […]

“ყელს მაინც გამოგჭრი” – გორში სიდედრზე მუქარისთვის სიძეს 4 წელი მიუსაჯეს

"ყელს მაინც გამოგჭრი" - გორში სიდედრზე მუქარისთვის სიძეს 4 წელი მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც ყოფილ სიდედრს 2-ჯერ დაემუქრა, გორის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმე ორი ეპიზოდით გათვალისწინებულ დანაშაულს უკავშირდება. თითოეულ ეპიზოდზე ბრალდებულს 2 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო საბოლოოდ, სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და პატიმრობის ვადა 4 წლით განისაზღვრა. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი კრავეიშვილის განცხადებით, საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ე. კ–ს შეტყობინება […]

ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მამაკაცი დმანისიდან იყო, ის ბოლნისში მუშაობდა და მეგობართან ერთად დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“6 წლის შვილს ცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, საკვებს არ აძლევდნენ” – დედას და მამინაცვალს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

"6 წლის შვილს ცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, საკვებს არ აძლევდნენ" - დედას და მამინაცვალს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ 6 წლის ბავშვის წამების ფაქტზე, ბავშვის დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას […]

გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვა

გურიაში ქალმა, 3 შვილთან ერთად, 30 საფლავი გაძარცვა

გურიაში სასაფლაოების გაქურდვის ბრალდებით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ქალი დააკავა. ახალგაზრდა ქალი კომენდანტის საათის დროს 3  მცირეწლოვან შვილთან ერთად სასაფლაოებს ქურდავდა. გამოკითხვის შემდეგ ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. ადგილობრივები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და დანაშაულის ჩადენა მძიმე სოციალური პირობების გამო უწევთ. – იმაზე მეტად მტკივნეული, რომ ჩემი მშობლების სასაფლაო […]

ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აჭარაში 55 წლის გ.შ. დააკავეს

ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აჭარაში 55 წლის გ.შ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი […]