27 წლის თორნიკე კაკაურიძე ხონში პოლიციელმა ცემა

27 წლის თორნიკე კაკაურიძე ხონში პოლიციელმა ცემა27 წლის ახალგაზრდის ოჯახი ხონში პოლიციელს თორნიკე კაკაურიძის ცემაში ადანაშაულებს. კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა.

მათი ინფორმაციით, გადაადგილებაზე შეზღუდვა ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც ცემეს.

ოჯახის ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. თანმხლები პირის ინფორმაციით, კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ჰკითხა, რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოყვა. მეორე პოლიციელი კი სხვებს ცეცხლსასროლი იარაღით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ.

ოჯახის მტკიცებით პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ოჯახი სიმართლის დადგენას მოითხოვს.

იპნ