სუსმა ნაცმოძრაობის წევრი თამაზ შოშიტაშვილი დააკავა

სუსმა ნაცმოძრაობის წევრი თამაზ შოშიტაშვილი დააკავადაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე – 34 წლის თამაზ შოშიტაშვილს ხელბორკილები დედაქალაქის ცენტრში დილის 7:00 საათზე დაადეს.

ამის შესახებ ტვ პირველი იუწყება.

ახალგაზრდა მამაკაცი სუს-ის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სავარაუდოდ, საქმე კორუფციულ თემას ეხება. არსებული ინფორმაციით, შოშიტაშვილმა შპს დააფუძნა, სადაც ფიქტურად აფორმებდა ადამიანებს, რომლებიც  სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.

გამოძიების მიხედვით, პანდემიის პირობებში 200-ლარიანი დახმარების მისაღებად ბრალდებულებმა რამდენიმე პირი მოაბილიზეს და ყალბი დოკუმენტები გააფორმეს.

ისინი თაღლითურად 10.200 ლარს დაეუფლნენ.

“კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას”, – წერია უწყების განცხადებაში.
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200 ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. “ატკატის” სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის შედეგად, სულ სამი პირია დაკავებული.