“კურიერის” ექსკლუზივი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დახმარებას ითხოვენ – რა ხდება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში. მძიმე ფაქტებს “რუსთავი 2-ს” ამავე სახლის ბენეფიციარები უყვებიან. გაუპატიურება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა – ძალადობის მსხვერპლი ეტლს მიჯაჭვული ბავშვებიც არიან. შედეგად ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობაც სცადა. შემზარავი ისტორიის მთავარი გმირი არასრულწლოვანი ბიჭია. მიზეზი, რის გამოც ბავშვთა სახლის ბენეფიციარმა თვითმკვლელობა სცადა, […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი […]
ქობულეთში ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ორივე ძმა წარსულში ნასამართლევია. მისივე თქმით, მკვლელი ჩაბარდა პოლიციას. ამ დროისთვის […]
“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 28 წლის ზუგდიდელი ნიკოლოზ წურწუმიაა
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ზუგდიდელია
“კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა. ასევე, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრია. “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. “კურიერის” ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.
ავლაბარში თავდამსხმელი დაკავებულია
თავდამსხმელმა მხოლოდ 1 მძევალი დაიტოვა და მოლაპარაკებაზე უარს ამბობს
“კურიერის” ინფორმაციით, თავდამსხმელს, ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 პირი ჰყავს აყვანილი, დანარჩენი მძევლები კი გამოუშვა. ასევე, “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მასთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა თავდამსმხელმა ამაზე უარი განაცხდა. თბილისში, ავლაბარში მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. როგორც რამდენიმე წუთის წინ “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული, მათ პერიმეტრიდან […]
ავლაბრის მეტროსთან “საქართველოს ბანკში” შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
თბილისში, ავლაბარში მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, რის გამოც, პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. როგორც რამდენიმე წუთის წინ “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი. ადგილზე ცოტ ხნის წინ გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დხმარების ბრიგადები. ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა ჯგუფები, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია […]
“ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი აზერბაიჯანის დაკვეთით დაიჭირეს” – მუხთარლი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა კლინიკა “ლანცეტის” დირექტორიც, ფარმან ჯეირანლი, რომელიც ამ დრომდე ციხეშია. “ფარმან ჯეირანლის დიდი ხანია ვიცნობ, ის აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ კლინიკა ჰქონდა, ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო კლინიკა იყო, ძალიან პოპულარული. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრები მისგან ქრთამს ითხოვდნენ, დაახლოებით, 5-6 წელი ის ქრთამს არ აძლევდა, და დიდი პრობლემები ჰქონდა ამის […]
ნიკა ბასილაშვილს ირაკლი კაჭარავა უჩივის
“კომერსანტი” იმ კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერს, რომელიც ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის. ეს პიროვნება ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავაა. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. კომპანია 2020 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა. კაჭარავა უცხოეთში სხვადასხვა ბიზნესს […]









